in

საკუთარი თავის მხარდაჭერა – ის, რაც კრეატორებს ხშირად ავიწყდებათ

M2
M2

შემოქმედებით ინდუსტრიას დიდი ხანია რომანტიზებული აქვს ამ სფეროს წარმომადგენელთა საქმიანობის რთული მხარეები: გვიან ღამემდე მუშაობა, უქმეების გამოტოვება, გართობისა და დასვენების უგულებელყოფა, ზედმეტად ბევრი პრიექ და სხვა. ამ ბოლო დროს ტენდენცია სასიკეთოდ იცვლება და ინდუსტრიის წარმომადგენლებმა დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ მსგავსი ძალადობრივი დამოკიდებულება რაღაც დროს აფერხებს კრეატორს. 

რატომ არის თვითთანაგრძნობა მნიშვნელოვანი

გამოცდილი კრეატორები ამბობენ, რომ ფრილანსერისთვის, რომელიც წამში რამდენიმე იდეაზე ერთად ფიქრობს, ყველაზე რთული პაუზის გაკეთებაა, რაც ქმნის წარმოდგენას საერთო კომუნაში, თითქოს შესვენების გაკეთება სიზარმაცეა. 

თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ საკუთარი თავისადმი თანაგრძნობის გამოხატვა ამცირებს შფოთვას და აუმჯობესებს სამუშაოს შესრულების დონეს. თუმცა ბევრი ეწინააღმდეგება ამას, რადგან ფიქრობენ, რომ ეს მიდგომა თვითკმაყოფილებას იწვევს. 

სინამდვილეში, პირიქით ხდება. როდესაც შეწყვეტ მთელი შენი გონებრივი ენერგიის საკუთარი თავის კრიტიკისთვის გამოყენებას, მეტი სივრცე გექნება ექსპერიმენტებისთვის, წარმატებლობისთვისა და განვითარებისთვის.

ესაუბრეთ საკუთარ თავს

თვითთანაგრძნობა ხშირად იწყება საკუთარ თავთან საუბრით. სხვადასხვა ილუსტრატორი თუ ტექსტის მწერალი გვირჩევს მარტივ პრაქტიკას – დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა: „თუ საყვარელი ადამიანების მიმართ არ ხართ ზედმეტად მკაცრი, თქვენი თავის მიმართ რატომ ხართ?” თითქოს მარტივი ჭეშმარიტებაა, თუმცა ჩვენს თავს ისე არასოდეს ვამხნევებთ, როგორც სხვებს. 

აგრეთვე, რჩევების სახით კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები გვიზიარებენ, რომ დავუწესოთ საკუთარ თავს პატარა ჯილდოები. ეს რიტუალი შეიძლება უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ის აღიარებს თქვენს პროგრესს და თავს უფრო მხნედ გაგრძნობინებთ. 

გზის გახსენება

გაიხსენეთ ხოლმე თქვენი მოგზაურობა ამ ინდუსტრიაში, ის გზა, რომელიც გაიარეთ დღევანდელობამდე. სხვადასხვა კრეატორისთვის წარსულის გადახედვის მეთოდი განსხვავებულია: ზოგი პორტფოლიოს ათვალიერებს, ზოგი სოცმედიის პოსტებს, ან ძველ ფაილებში იმ პროექტებს გადახედავთ, რომლებიც მოტივაციას მოგცემთ. საინტერესოა, რომ ზოგიერთი კრეატორი დღიურებსაც აკეთებს. 

დაიწყეთ მცირედით

თუ თვითკრიტიკით საკუთარი თავის მოტივირებას მიჩვეული ხართ, თანაგრძნობაზე გადასვლა ერთ ღამეში არ მოხდება. დაიწყეთ ისეთი მცირე ნაბიჯებით, როგორიცაა პატარა პაუზების გაკეთება მუშაობის დროს. ერთსაათიანი ლანჩი ან ჰაერზე გასეირნება, ან ნებისმიერი რამ, რაც თქვენ გესიამოვნებათ და განტვირთვის საშუალებას მოგცემთ. 

საბოლოო ჯამში, ვთანხმდებით, რომ არ არის საჭირო საკუთარი თავის დასჯა წარმატების მისაღწევად. უმჯობესია საკუთარი თავის მხარდაჭერა მუშაობის ნებისმიერ ეტაპზე. ამის მისაღწევად კი ზემოხსენებული რჩევები დაგეხსმარებათ.

„მექანიზმი“, ანუ წარმოდგენა სიტყვების გარეშე — ნიკა კოხრეიძის ექსპერიმენტული პროექტი

Chrome თქვენი პასპორტის, მართვის მოწმობისა და მანქანის მონაცემებს უკვე ავტომატურად შეავსებს