ალბათ, ბევრ თქვენგანს აქვს ისეთი შეგრძნება, თითქოს 2020 წელი არასდროს დასრულდება. ასე ფიქრობდნენ Twenty One Pilots-ის „უსასრულო“ მუსიკალურ ვიდეოზეც, რომელიც 4 264 საათის, 10 წუთისა და 25 წამის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს ახალი გინესის მსოფლიო რეკორდია ფარელ უილიამსის 24 საათიანი მუსიკალური ვიდეოს შემდეგ (Happy).
პროექტზე, ჯგუფთან ერთად, მუშაობდა Imposium, რომელიც ყოველ 3 წუთსა და 40 წამში, ფანების მიერ შექმნილი კონტენტის შესაბამისად, ანახლებდა ვიდეოს.
ახლა კი, როდესაც ჯოშ დანმა „შემთხვევით“ გამოაერთა სადენი, სიმღერის Level of Concern უწყვეტი ვიდეო საახალწლო ნაძვის ხის ციმციმმა ჩაანაცვლა.