8
ნოე
2018

ძაღლებმა საახალწლო სვიტრების დიზაინი შექმნეს

8 ნოე 2018

როგორ შეიძლება ძაღლმა საახალწლო საჩუქარი შექმნას? ახალი წლის სამზადისისთვის, ძაღლების საკვების მწარმოებელმა კომპანიამ Cesar ორიგინალური სტუდია გახსნა. ესაა ლაბორატორია, სადაც ძაღლებს თავიანთი დიზაინით შეუძლიათ საახალწლო სვიტერის შექმნა თავისთვის და თავიანთი პატრონებისთვის. ტანსაცმლის ფერი განისაზღვრა იმ სიჩქარით, რომლითაც ძაღლებმა ფერადი გვირაბი გაირბინეს. ნახატი კუდის ქიცინის სიხშირითა და ბურთებიან დაფაზე მოძრაობის ტრაექტორიით შეიქმნა. მკლავების გაფორმება ძაღლის ყეფის მიხედვით შეარჩიეს, ხოლო ძაღლების ნახტომის მიხედვით, სვიტრს დამატებითი ფერი შეუხამეს. საბოლოო ჯამში, შეიქმნა ორიგინალური სამოსის სერია, შეზღუდული რაოდენობით, ძაღლებისა და მათი პატრონებისთვის. კამპანიის კონცეფციაზე სააგენტომ AMV BBDO იმუშავა.

bog qulebi

 

განხილვა