14
Oct
2015

„ტვისტი“  – რა სარგებლობას მოუტანს მომხარებლებს  „სილქნეტისა“ და „ ჯეოსელის“   ერთობლივი პროექტი?!

14 Oct 2015

 

pasha-statiebi
pasha-statiebi

„ტვისტი“  მობილური და ინტერნეტ კომუნიკაციების ერთი ანგარიშის ქვეშ გაერთიანებული ორი მომსახურებაა და „სილქნეტისა“ და „ჯეოსელის“  ეს ერთობლივი პროექტი, მათივე შეფასებით, თანამედროვე მსოფლიო ტენდენციების გამოძახილია.

12107819_10153225610492825_1717564490314555713_n

კამპანიის მხარდასაჭერად პირველი  სარეკლამო რგოლი რამდენიმე დღის წინ გამოვიდა.  კოპირაიტინგზე  „სილქნეტისა“  და „ჯეოსელის“  მარკეტინგის გუნდებმა ერთად იმუშავეს,  კონცეფცია და შესრულება კი სარეკლამო სააგენტო „ვინდფორსს“ ეკუთვნის.

„ ვიდეო რგოლის ძირითადი ფუნქცია არის „სილქნეტისა“ და „ჯეოსელის“  კო-ბრენდინგის ხაზგასმა, რაც სოფო ჭაავასაქართველოს ბაზრისთვის უპრეცენდენტო შემთხვევაა. ეს იმის გარანტიაა, რომ მომხმარებელი უკეთეს პირობებში აღმოჩნდება. „სილქნეტის“  სურვილი იყო,  კამპანია მაქსიმალურად მიმზიდველად და განსხვავებული ყოფილიყო.  გარდა ამისა, ჩავთვალეთ, რომ უნიკალურ პროდუქტს ერთგვარი სიურპრიზიც მოუხდებოდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, როლი საქართველოში საკმაოდ ცნობილი და ყველასთვის საყვარელი  სამი ნასერისთვის (ფილმ “ტაქსის” ვარსკვლავი) შეგვეთავაზებინა. კამპანიის მიზანია, მაქსიმალურად მარტივად და სახალისოდ ავუხსნათ აბონენტებს,  ახალი ერთობლივი პროდუქტის  ძლიერი მხარეები. „ტვისტი“ მობილური და ინტერნეტ კომუნიკაციების ერთი ანგარიშის ქვეშ გაერთიანებული ორი მომსახურებაა“,- ამბობს „სილქნეტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სოფო ჭაავა.

მისივე თქმით, საერთო პროდუქტის  იდეის ინსპირაცია გლობალური ტენდენციებია, რადგან  მსოფლიო ტელე-საკომუნიკაციო „ტრენდი“ სწორედ მომსახურებების გაერთიანება და მათი ერთ ანგარიშზე მიბმაა.

„ჯეოსელში“ ორი  განსხვავებული სპეციფიკის მქონე კომპანიის ერთობლივ პროდუქტს კომპლექსური მომსახურების მარტივი გადაწყვეტილებით ხსნიან, რომელიც, მათი თქმით, მომხმარებელს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად დაზოგოს ყოველთვიური ხარჯები ყველა  აუცილებელ (როგორც ფიქსირებულ, ისე მობილურ) ტელე-საკომუნიკაციო მომსახურებაზე.

იმის მიუხედავად, რომ მომხმარებლებს სატელეფონო მომსახურებას  „სილქნეტიც“ სთავაზობს, კომპანიაში თვლიან, რომ  „ჯეოსელი“  მობილური კომუნიკაციების ბაზრის სტაბილური ლიდერია და „ტვისტიც“ ამიტომ განხორციელდა მათთან ერთად.

„სილქნეტსა“ და „ჯეოსელში“ პროექტის  “ბენეფიტებზე” საუბრობენ.

“ ეს არის გამარტივებული გადახდა (ერთი ანგარიში, ორის ნაცვლად), “პოსტ-ფეიმენტის” სისტემა (ანუ, თვის ბოლოს ერთად იხდით როგორც ინტერნეტის, ისე მობილურის გადასახადს) და რაც მთავარია , 20%-მდე დანაზოგი. მაგალითისთვის, თუ ცალ-ცალკე „სილქნეტისა“ და „ჯეოსელის“ პაკეტების შეძენისას იხდიდით 45 ლარს, იმავე  „ტვისტის” ფარგლებში“ გააქტიურების შემთხვევაში,  გადაიხდით თვეში 37 ლარს“,- ამბობს სოფო ჭაავა.

„ჯეოსელში“  ამბობენ, რომ „ტვისტი“ საშუალებას მისცემს  მომხმარებელს  დაზოგოს ოჯახის სატელეკომუნიკაციო ხარჯები.

“„ტვისტი“ საშუალებას მისცემს მომხმარებელს ჩაერთოს „სილქნეტის“  ინტერნეტში და, მინიმუმ,  2 ლარის დამატებით,  თვეში მიიღოს „ჯეოსელის“  გაორმაგებული პაკეტი „მეტი S“ (240 წუთი, 200 SMS, 200 მბ მობილური ინტერნეტი) ან, მინიმუმ,  14 ლარის დამატებით,  თვეში მიიღოს „ჯეოსელის“ პაკეტი „მეტი უსასრულო“. მომხმარებელი იხდის კომფორტულად, ერთ ანგარიშზე „სილქნეტში“. აქვე, „ჯეოსელის“  პაკეტი „მეტი“ ფასდაკლებით შეგიძლიათ ჩართოთ 5 ნომერზე (მაქსიმუმ) თქვენთვის სასურველ „სილქნეტის“ პროდუქტთან ერთად, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს საგრძნობლად დაზოგოს ოჯახის ტელე-კომუნიკაციო ხარჯები“,-აცხადებენ კომპანიაში.

კომპანიები „ტვისტის“ მხარდასაჭერად,  ამ ეტაპზე,  სატელევიზიო, ციფრული და გარე რეკლამით შემოიფარგლებიან. ამბობენ, რომ ბაზრის მხრიდან მაღალი დაინტერესების შემთხვევაში,  შესაძლოა, სხვა არხებიც განიხილონ.  სამომავლოდ არც იმას  გამორიცხავენ, რომ მომხმარებელს მრავალმხრივი და  ინოვაციური საერთო პროექტები ისევ შესთავაზონ.



განხილვა