in

რას ნიშნავს სტრიმერებისა და მარკეტერებისთვის Twitch-ზე შემოსავლის განაწილების ცვლილება?

Amazon-ის სტრიმინგ პლატფორმა Twitch, ბოლო დროს, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გართულება შემოსავლების განაწილებაში ცვლილებების შეტანამ გამოიწვია, რაც 70/30-დან 50/50-ით შეიცვალა. სტრიმერებსა და რეკლამის დამკვეთებს შორის პლატფორმის პოპულარობის ზრდამ გვაჩვენა, რომ ეს არ იქნება ბოლო ცვლილება.

Twitch სტრიმერების დიდი უმრავლესობა უკვე ჩაერთო 50/50 შემოსავლის გეგმაში, რაც ნიშნავს, რომ შემქმნელთა არხის გამოწერებიდან შემოსავალი თანაბრად ნაწილდება შემქმნელსა და კომპანიას შორის. თუმცა, ზოგიერთ სტრიმერს მაინც ჰქონდა 70/30 შეთავაზება. სექტემბრის ბოლოს, Twitch-მა ამ შეთანხმების შესახებ განაცხადა. სტრიმერები 50/50-იან გეგმაზე მას შემდეგ გადავლენ, რაც $100,000-იან ზღვარს მიაღწევენ 70/30-იან განაწილებაზე. ცვლილება ძალაში 2023 წლის 1 ივნისიდან შევა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილება გავლენას მოახდენს Twitch-ის გარკვეულ სტრიმერებზე, ექსპერტების აზრით, ის პირდაპირ არ აისახება რეკლამის განმთავსებლებზე. შემოსავლის დანაკარგის ასანაზღაურებლად, სტრიმერებს მეტი რეკლამის გაშვება შეუძლიათ, თუმცა ეს სულაც არ არის კარგი რამ და შეიძლება Twitch-ის ზოგიერთი ღირებულება დააზარალოს. მაგალითად, უფრო მეტი შემოსავლისთვისა და რეკლამის განთავსებისთვის, სტრიმერი იძულებულია უფრო ხანგრძლივად იმაუწყებლოს. ეს კი, აუდიტორიის გამოცდილებას დააზარალებს.

მარკეტერებმა უნდა გააცნობიერონ, თუ როგორ იმოქმედებს ეს ცვლილება და რა გავლენას იქონიებს ტოპ-ტალანტებზე. თავის საუკეთესო კრეატორებთან კონტრაქტებში, Twitch ითხოვს თვეში 200 სტრიმინგ საათს, თითო Chiovato-ზე. ეს გრაფიკი უფრო დატვირთულია, ვიდრე ჩვეულებრივი სრული განაკვეთის სამუშაო. სტრიმინგში კი, როგორც წესი, არ არის გათვალისწინებული ფასიანი შვებულება.

Twitch-მა, რომელმაც გასულ წელს 2,6 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, სტრიმერებისთვის რეკლამის წახალისების პროგრამა შეიქმნა, რათა კრეატორებს უფრო პროგნოზირებადი შემოსავალი ჰქონდეთ. თუმცა, კრეატორების შემოსავლის წილის შემცირებამ პლატფორმა, რომელიც „პირველ რიგში, კრეატორების“ პრინციპით მუშაობს, გამოწვევის წინაშე დააყენა. ბევრი კრეატორი ამტკიცებს, რომ 50%-იანი წილი საკმარისი არ არის და ყველა უნდა გადავიდეს 70/30 წილზე.

ამ აჟიოტაჟის მიუხედავად, Twitch ტოპ-პოზიციას ინარჩუნებს სტრიმინგში და ეს ალბათ ასეც დარჩება, ვინაიდან ცვლილება უკავშირდება გამოწერიდან მიღებულ შემოსავალს და არა კრეატორისა და დამკვეთის ურთიერთობას.

ზოგიერთი მოსაზრებით, დამკვეთების ურთიერთობა Twitch-თან და კრეატორებთან მუდმივად ვითარდება. ეს არის მთავარი პლატფორმა პირდაპირი სტრიმინგის კონტენტისთვის და კრეატორებს სთავაზობს კონტენტის აუდიტორიასთან გაზიარების შესანიშნავ საშუალებას. არსებობს Twitch-ის რამდენიმე ალტერნატივა: YouTube Gaming, Facebook-საც აქვს სათამაშო სერვისი, მაგრამ 2020 წელს, კონტენტის თითქმის 3 მილიარდი საათით, Twitch ლიდერობს, როდესაც საქმე ეხება ვიდეოთამაშების სტრიმინგს.

 

წყარო: marketingdive

როგორ გამოვყოთ შეხვედრებზე დრო „წინასწარი მომზადებისთვის“?

საუკეთესო off-roader-ები და ცოტა რამ სპორტის ამ სახეობაზე