in

Twitter-მა 100-ზე მეტი ანგარიში დაბლოკა, ჰეშტეგ #IStandWithPutin-ის გამოყენების გამო

veon
veon

Twitter-მა 100-ზე მეტი ანგარიშის მუშაობა შეაჩერა — მიზეზი კი ჰეშტეგ #IStandWithPutin-ის გამოყენება გახდა. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანს ცოტა გამომწერი ჰყავდა, მათი ტვიტები ვირუსულად მოედო სოციალურ ქსელს და მიმდინარე საომარი პროცესების ფონზე განსაკუთრებით გამაღიზიანებელ ჟესტად იქცა.

“აღმოვაჩინეთ და სამუდამოდ შევაჩერეთ ანგარიშების მცირე რაოდენობა, პლატფორმის მანიპულირებისა და სპამის პოლიტიკის დარღვევისთვის. ჩვენი გუნდები კვლავ აგრძელებენ გამოძიებას”, — აღნიშნა ტვიტერის სპიკერმა.

სამწუხაროდ, ეს ანგარიშები ბოტები არ არის… არამედ, რეალური ადამიანები ემხრობიან პუტინის ქმედებებს. ტვიტერის მიერ მათი აკრძალვა კი ტექნიკური კომპანიების უფრო დიდი ძალისხმევის ნაწილია, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლას გულისხმობს — კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით.

გასულ კვირას პლატფორმაზე გამაფრთხილებელი ეტიკეტები გამოჩნდა, რომლებიც მომხმარებელს ამცნობდა, რომ კონკრეტული ტვიტი რუსული სახელმწიფო მედიის პროპაგანდას შეიცავს. ხოლო Facebook-სა და YouTube-ზე გლობალურად დაიბლოკა რუსული რეკლამები.

“მიმდინარე მოვლენების გამო, რუსეთში რეკლამის განმთავსებლები ვეღარ შეძლებენ კონტენტის შექმნას და მსოფლიოს რომელიმე წერტილში გაშვებას, მათ შორის რუსეთში”, — ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში.

Balenciaga-მ უახლესი ჩვენება უკრაინას მიუძღვნა

NASA მარსის კლდოვან მასებს აკვირდება — პირველი ფოტოები