in

Twitter-ის „დაბრუნების“ მცდელობა — მას აუდიო და ვიდეოზარის ფუნქციები ემატება

veon
veon

მას შემდეგ, რაც ტვიტერი ილონ მასკმა შეისყიდა, სოციალური ქსელის ეტაპობრივი დესტრუქცია დაიწყო — თითქოს, მილიარდერი მიზანმიმართულად ცდილობს პლატფორმის განადგურებას. თუმცა ამჯერად, როცა მეტამ Threads მის პირდაპირ კონკურენტად აამოქმედა, ჯერ საჩივრის ტექსტით გამოვიდა მასკი, შემდეგ კი ახალი ფუნქციების დამატება გადაწყვიტა.

შეიძლება, ეს „საზოგადოებაში დაბრუნების“ მცდელობა იყოს ტვიტერისთვის, ვინაიდან ხმოვანი და ვიდეოზარების ფუნქციები ემატება. კომპანიის წამყვანმა დიზაინერმა სქრინშოთებიც კი გამოაქვეყნა იმის მისანიშნებლად, თუ როგორ ჩაინტეგრირდება მახასიათებლები პლატფორმაზე. მათზე ჩანს, რომ მომხმარებლებს შესაბამის ხატულაზე დაკლიკვით შეეძლებათ აუდიო ან ვიდეოზარის განხორციელება. სტანდარტულად, საუბრისას წვდომა ექნებათ მიკროფონზე, კამერაზე და „ზარის დასრულების“ ღილაკზე.

გარდა ამისა, სპეციალური პარამეტრების მეშვეობით შესაძლებელი იქნება ზარების შეზღუდვა, რათა ზედმეტი შემაწუხებელი კონტაქტი მარტივად აირიდონ თავიდან.

მიუხედავად ამ სიახლისა, ჯერ კიდევ საორჭოფოა, რამდენად მოახერხებს Twitter პოპულარობის დაბრუნებას — მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში Threads-მა 70 მილიონი რეგისტრაცია მოაგროვა.

Audi-ს რბოლებში გამარჯვებებით დატვირთული ზაფხული აქვს

ქართული სამაგიდო თამაშების მზარდი პოპულარობა – რასთან არის დაკავშირებული მათი შექმნა?