მიმდინარე საგის ვარსკვლავად Twitter Blue მოგვევლინა — ის განახლდა და ხელახლა ჩაეშვა, თავისი 80-იანი წლების სტილით. კომპანიამ გადაწყვიტა, რაღაც განსხვავებული ეცადა, ნაცვლად ჩვეულებრივი ძირითადი დიზაინისა, რომელიც ხშირად ტრიალებს ფრინველის ემბლემისა და ცისფრის გარშემო.
ახალ ლოგოზე გამოსახულია სიტყვა “Blue”, ვარდისფერი და ნარინჯისფერი გარშემოწერილობით. ამასთან, ლოგოს უკან ხაზებით შექმნილ ფონს ვხედავთ. თავად წარწერა კი ერთგვარად გაუწონასწორებელია — პროპორციულად B უფრო დიდია, ვიდრე სხვა ასოები, ხოლო მის ცენტრში ჩიტია.
სიმართლე ითქვას, კრიტიკოსები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ამ ვიზუალის მიმართ და მას „ჩავარდნასაც“ კი უწოდებენ.
გარდა ვიზუალური ცვლილებისა, განახლებულ Twitter Blue-ში ვერიფიცირებული მომხმარებლები სპეციალურ ნიშანს მხოლოდ ტელეფონის ნომრების დადასტურების შემდეგ მიიღებენ. თანაც, კომპანიამ ცოტა ხნის წინ მრავალფეროვანი გადამოწმების სისტემა დააანონსა, რომლის დროსაც პლატფორმა არაკომერციულ ორგანიზაციების ოქროს ნიშნებით „დააჯილდოებს“, ხოლო სამთავრობო ანგარიშებს — ნაცრისფრით
ახალი დამაინტრიგებელი მოტივის გარდა, ვერიფიკაციისთვის Apple-ის მომხმარებლები ახლა გადაიხდიან 11 დოლარს, დაპირებული 8 დოლარის ნაცვლად.