in

Twitter Blue – ახალი ფასიანი მომსახურება მალე ამოქმედდება

მომსახურება რამდენიმე ახალ ფუნქციას მოიცავს

veon
veon

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “თვითერი” ძალიან ახლოსაა Twitter Blue მომსახურების ამოქმედებასთან, რომლის თვიური ღირებულებაც 3 დოლარს შეადგენს.

რაში მდგომარეობს ახალი ფუნქციის არსი? იმ შემთხვევაში მას გაააქტიურებთ, თქვენი გვერდიდან ავტომატურად გაქრება რეკლამები და ასევე, წვდომა გექნებათ ისეთ ფუნქციაზე, როგორიცაა “კოლექციები”. ეს უკანასკნელი საშუალებას მოგცემთ, კონკრეტული თვითები შეინახოთ და მოგვიანებით ადვილად გადაავლოთ თვალი.

გარდა ამისა, აბონენტებს შეეძლებათ, “გაუქმების” ფუნქცია გამოიყენოთ, რომელიც თვითის დადებამდე გადაფიქრების რამდენიმე წამს მოგცემთ. ეს განსაკუთრებით გამოსადეგარია მაშინ, როდესაც ბოლო მომენტში აღმოაჩენთ შეცდომას ან მოულოდნელად გაიფიქრებთ, რომ თქვენი სიტყვები არასასურველ “ქაოსს” გამოიწვევს.

აღსანიშნავია, რომ თვითერს Twitter Blue-ს ფარგლებში მრავალი სხვა მახასიათებლის შემოთავაზება შეუძლია – თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული მომხმარებლები დამატებითი მახასიათებლების სანაცვლოდ უფრო დიდ თანხას გადაიხდიან.

ჯერჯერობით უცნობია, როდის იქნება აღნიშნული ფუნქციები გლობალურად ხელმისაწვდომი, თუმცა ამასთან დაკავშირებულ ინფორმაციას უახლოეს მომავალში უნდა ველოდეთ.

„აჭარაბეთზე“ მოგების სეზონი იწყება

„შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ – კონკურსი ფოტოგრაფებისთვის