in

Twitter-ის ვერიფიკაციის სიმბოლოს დიზაინი და მნიშვნელობა — რა ბედი ელის მას?

ილონ მასკმა ახლახან განაცხადა, რომ მისი ახალი გეგმა Twitter-ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, პლატფორმის ვერიფიკაციის ნიშანი 7,99 დოლარად გამოიყენონ. ამ სიახლის ფონზე, ერთი შეხედვით უბრალო ლურჯმა ნიშანმა დიდი ყურადღება მიიპყრო — გარკვეული გაგებით, კომპანიის ბედი, კულტურულად და პოლიტიკურად, ამ პატარა პიქსელზეა დამოკიდებული.

ტვიტერმა ვერიფიკაციის ეს ლურჯი ნიშანი 2009 წელს შექმნა, კანიე უესტისა და შაკილ ო’ნილის საჩივრების საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც უცნობი ადამიანები მათი სახელებით ქმნიდნენ ანგარიშებს. ამიტომაც, ვერიფიკაციის ნიშნის გამოყენება Twitter-ის ავთენტური ანგარიშების აღმნიშვნელად დაიწყეს — მისი დიზაინიც სწორედ დადასტურებისა და ავთენტურობის გრაფიკული აღნიშვნის ორ განსხვავებულ ტრადიციას ეფუძნება. უფრო კონკრეტულად, პოპულარული თეორიის მიხედვით, ნიშანი ლათინური სიტყვა veritas-ის (სიმართლე) პირველი ასოს ვიზუალიზაციას გამოხატავს. 

ამასთან, აშშ-ის საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ოფისის ჩანაწერების ანალიზის მიხედვით, ვერიფიკაციის ნიშნის გამოყენება ამერიკულ ლოგოებში სამჯერ გაიზარდა 1970-იანი წლების შემდეგ. მართლაც, ბევრმა კომპანიამ, მათ შორის Verizon-მა, Veriff-იმ და VeriSign-მა, მისი (V/veritas/tick) გამოყენება აქტიურად დაიწყო სახელებსა და ლოგოებში.

გარდა ამისა, ვერიფიკაციის ნიშანს ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ერთი შეხედვით, იგი  Montblanc-ის ემბლემას მოგვაგონებს, ან სალვადორ დალის ტალღოვან ლოგოს ესპანური Chupa Chups-ისთვის… თუმცა, როგორც ჩანს, ეს ფორმა დამახასიათებელია ბეჭდისთვის, დოკუმენტის ოფიციალურად მონიშვნის უძველესი და დღეს უკვე არქაული მეთოდისთვის. მართლაც, Twitter-ის თანადამფუძნებელმა ბიზ სტოუნმა 2009 წელს მას „დამოწმების ბეჭედი“ უწოდა.

ლურჯი ნიშნის დიზაინი დროთა განმავლობაში ოდნავ შეიცვალა: ვიწროვდებოდა ან ფართოვდებოდა, მისი კუთხეები ხან მრგვალდებოდა, ხანაც კუთხოვან ფორმას იძენდა. ცვლილებები ვერიფიკაციის ნიშნისადმი დამოკიდებულებასაც შეეხო — ადამიანთა ნაწილს მზარდი მტრობა აქვთ მის მიმართ, რადგან ცნობილი ადამიანების, პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეებისა და ჟურნალისტების პრივილეგიას წარმოადგენს, თავიანთი ანგარიშები „სამკერდე ნიშნით“ აღჭურვონ. ან, როგორც მასკი უწოდებს „ბატონებისა და გლეხების“ სისტემა დაამკვიდრონ.

ახლა კი ტვიტერის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა ვერიფიკაციის ნიშნის ნათელი და გაფართოებული ვერსია წარმოადგინა, რათა მომავალი ფასიანი ვერიფიკაციის გეგმას შეუწყოს ხელი — ხაზი გაუსვას სიმბოლოს ცენტრალურობას. ახლა, როდესაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ (შედარებით დაბალი ყოველთვიური გადასახადით) ის, რაც სტატუსის სიმბოლოდ ითვლებოდა, ნიშანი კვლავ პირვანდელ მნიშვნელობას იბრუნებს — ანუ, ადასტურებს კონკრეტული პიროვნების ანგარიშის ნამდვილობას.

Lidl თავისი საშობაო თილისმის ამბავს გვიყვება

NASA-ს სიმულაციის დროს კაცობრიობის ასტეროიდისგან გადარჩენა ვერ შეძლეს!