in

Twitter-ის ახალი ფუნქცია – საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს ჯგუფების შექმნა შეეძლებათ

ე. წ. “საზოგადოებები” ამ ეტაპზე მხოლოდ მოწვევით ფუნქციონირებს

veon
veon

Twitter ახალი ფუნქციების დანერგვას განაგრძობს – კომპანიამ განაცხადა, რომ ის ახალი მახასიათებლის ტესტირებას იწყებს. თვითერის თანახმად, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, გარკვეული თემები სხვა მომხმარებლებთან ერთად განიხილონ – ცხადია, ერთი საკითხის ირგვლივ ის პირები შეიკრიბებიან, რომელთაც საერთო ინტერესი აქვთ.

მრავალი თვალსაზრისით, Twitter-ის “Communities” სხვა სოციალური ქსელების ჯგუფების ფუნქციების მსგავსია, როგორიცაა Discord, Reddit და Facebook ჯგუფები. მას შემდეგ, რაც პლატფორმის ახალ ფუნქციას შეუერთდებით, შეგეძლებათ, თვითები სპეციალურად კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფისთვის განათავსოთ.

როგორც კომპანია იუწყება, ე. წ. “საზოგადოებები” ამ ეტაპზე მხოლოდ მოწვევით ფუნქციონირებს. თუმცა მოდერატორებსა და ადმინისტრატორებს “შეუზღუდავ მოსაწვევებზე” აქვთ წვდომა, ხოლო წევრებს, პირადი შეტყობინების გაგზავნით, 5 ადამიანის მოწვევა შეუძლიათ.

“ახალი ფუნქცია იმისათვის შეიქმნა, რომ ადამიანებს კომუნიკაციისთვის, გაზიარებისა და დაახლოების მიზნით საერთო ინტერესის მქონე ხალხთან შესძლებოდათ დაკავშირება. აქ შესაძლებელია ინფორმაციული, აქტუალური და სახალისო საკითხების განხილვა. მართალია, ჯგუფში არსებული თვითების ნახვა თვითერის ყველა მომხმარებელს შეუძლია, მაგრამ დისკუსიაში მონაწილეობას მხოლოდ “საზოგადოების” წევრები მიიღებენ” – განმარტავს Twitter.

საგულისხმოა, რომ ახალი ფუნქციის სრული მხარდაჭერა iOS თუ ვებგვერდის მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი. ხოლო, Android მომხმარებლებს ჯერჯერობით არ აქვს სრულ ფუნქციონირებაზე წვდომა და ისინი მხოლოდ სხვების თვითების წაკითხვას შეძლებენ.

20 წელი 11 სექტემბრის ტრაგედიიდან! დღე, რომელმაც მთელი აშშ გააერთიანა!

14 სექტემბერს გალერეა ართბითში თამუნა ჭაბაშვილის გამოფენა “გუდა-ნაბადი” იხსნება