ადვოკატირების ჯგუფმა, სახელწოდებით The Integrity Institute, გასული კვირის ხუთშაბათს დაიწყო მოხსენების გამოქვეყნება, რომელიც აფასებს, რამდენი დეზინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმაზე. შედეგების თანახმად, TikTok და Twitter წამყვანი სოციალური ქსელები აღმოჩნდა ამ კუთხით.
The Integrity Institute-მა ანგარიში სოციალური მედიის პოსტების შედარების შემდეგ მოამზადა — თითოეული მათგანის ცდომილება ფაქტების შემოწმების საერთაშორისო ქსელის წევრებმა დაადგინეს. სექტემბერში მათ მრავალფეროვან თემებზე დაახლოებით 600 დადასტურებული პოსტი გამოავლინეს. რა თქმა უნდა, ყველა აქტუალურ საკითხებად კორონავირუსის პანდემია, რუსეთ-უკრაინის ომი და აშშ-ის მომავალი არჩევნები რჩებოდა.
ექსპერტებმა Twitter-ს „დეზინფორმაციის ძლიერ გამაძლიერებელი“ უწოდეს — უმეტესწილად იმის გამო, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ, ადვილად გააზიარონ სხვა ადამიანების ტვიტები. ეს კი მავნე და ყალბი ინფორმაციის სწრაფ გავრცელებას იწვევს ქსელში. თუმცა ე. წ. „კარგად შემუშავებულ ტყუილს“ ნაკლებად უჭერს ეს პლატფორმა მხარს. ამ თვალსაზრისით, ვირუსულობაზე ძირითადად სპეციფიკური მახასიათებლები და ალგორითმების ფოკუსირება იყო დამნაშავე.
საგულისხმოა, რომ Facebook დეზინფორმაციის ყველაზე მეტ შემთხვევას შეიცავდა, მაგრამ მას უფრო ნელი ტემპით ავრცელებდა. ერთ-ერთი მაგალითია Facebook Watch, TikTok-ის მოკლე ვიდეოს კოპირების ფუნქციასთან ერთად, რომელიც ცნობილია როგორც Reels — ის „ძირითადად ეყრდნობა ალგორითმული შინაარსის რეკომენდაციებს, რომლებიც მიმართულია ჩართულობისკენ“.
ინსტაგრამმა კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააგროვა, ხოლო იუთუბის დეზინფორმაციის ფაქტორის დათვლა შეუძლებელი აღმოჩნდა, მონაცემთა ნაკლებობის გამო