in

Twitter რედაქტირების ღილაკის ტესტირებას იწყებს

veon
veon

Twitter-მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ამ თვეში რედაქტირების ღილაკის ტესტირებას დაიწყებს. ამ განახლებას კი ისინი აღწერენ, როგორც მათთვის დღემდე ყველაზე მოთხოვნად ფუნქციას. დიახ, თქვენი ტვიტების რედაქტირება მალე შესაძლებელი იქნება, თანაც, დაპოსტვიდან 30 წუთის მანძილზე იგი რამდენჯერმე შეგიძლიათ ჩაასწოროთ.

ხოლო მას შემდეგ, რაც პოსტს დაარედაქტირებთ, მას შესაბამისი სიმბოლო დაეხატება, რათა მკითხველს აცნობოს, რომ ორიგინალი კონტენტი შეიცვალა. 

Tweet-ის რედაქტირების ფუნქცია ამჟამად შიდა გუნდში გადის ტესტირებას, ამ რეჟიმში კი მალე ერთი ქვეყნის დამატებას აპირებენ, რათა კომპანიაში მიხვდნენ, თუ როგორ იყენებენ ადამიანები რედაქტირების ღილაკს. 

„როგორც ნებისმიერი ახალი ფუნქციის შემთხვევაში, ჩვენ Tweet-ის რედაქტირებას ვტესტავთ, რათა პოტენციური პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრა მოვახერხოთ. დიდ ყურადღებას მივაქცევთ იმას, თუ რა გავლენას ექნება ამ ფუნქციას ადამიანების კითხვის, წერისა და ტვიტებში ჩართულობის გამოცდილებაზე“, — ვკითხულობთ Twitter-ის ოფიციალურ განცხადებაში

AI მოდელები მოდის ინდუსტრიაში, ინოვაციური მიდგომა ინდუსტრიული პრობლემის გადასაჭრელად

რას გულისხმობს მარკეტინგი, როგორც სერვისი?