in ,

Twitter 24 საათში გაქრობად „სთორებს“ ტესტავს

Twitter „სთორის“ ფუნქციის ტესტირება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ სოციალური ქსელის ბრაზილიური ოფისის ტვიტიდან ვიგებთ. თუ ფეისბუკის, ან ინსტაგრამის შემთხვევაში ამ ფუნქციას, ანუ 24 საათში გაქრობად პუბლიკაციას Stories-ის სახელით ვიცნობთ, ტვიტერისთვის ეს Fleets-ია.

ამჟამად, სოციალური ქსელი ფუნქციას ბრაზილიელ მომხმარებელზე ტესტავს. აღსანიშნავია, რომ სხვა სოციალური ქსელებისგან განსხვავებით, ტვიტერის „სთორები“ უფრო ტექსტზე იქნება ორიენტირებული, თუმცა, მისი დახმარებით ფოტოების, ვიდეოებისა და გიფების გავრცელებაც იქნება შესაძლებელი. Fleets-ებზე რეაგირება შესაძლებელი იქნება როგორც ემოჯებით, ასევე, პირადი შეტყობინების გაგზავნის ფუნქციითაც. ტვიტერის „სთორები“, ფეისბუკისა და ინსტაგრამის მსგავსად, სიახლეების ზოლის დასაწყისში შეგვხვდება ხოლმე.

Techcrunch-ის ცნობით, Fleets-ის შექმნა მიზნად ისახავს ტვიტერის საჯარო ბუნებასთან დაკავშირებული დისკომფორტის შემცირებას. კერძოდ, Fleets-ის ავტორებს შეეძლებათ 24 საათში გაქრობადი პუბლიკაციის აუდიტორიის განსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ Fleets-ში მომხმარებლებს 2 წუთისა და 20 წამის ხანგრძლივობის ვიდეოების ატვირთვაც შეეძლებათ (512MB) და ასევე, რამდენიმე სიუჟეტის თანმიმდევრულად დამატებაც. ცნობილია, რომ ტვიტერი ფუნქცია Fleets-ის გლობალურად ჩართვას, დაახლოებით, ერთ თვეში გეგმავს.

მოიპოვე ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდია Miami Ad School-ში სასწავლებლად

სახლიდან მუშაობა სტრატეგიული მენეჯმენტის ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა!