2006 წლის 21 მარტს ჯეკ დორსიმ, ევან უილიამსმა, ბიზ სტოუნმა და ნოა გლასმა Twitter დაარსეს. თუმცა გასული წლის ოქტომბერში, ანუ მაშინ, როცა ილონ მასკმა კომპანია იყიდა, თითქმის ყველაფერი შეცვალა, რითაც ტვიტერი ჩვენთვის იყო ცნობილი — ჯერ კომპანიის სათაო ოფისის სახელს ასო W დააკლო, მერე ჩიტის ლოგო გააქრო აპლიკაციიდან და Dogecoin-ის სიმბოლო დააყენა. როგორც ჩანს, მასკს ტვიტერის იდენტობა სულაც არ აინტერესებდა… უკვე ისიც გაირკვა, რომ Twitter Inc. X Corp გახდა!
როგორც ამბობენ, ეს ცვლილება გასული წლის აპრილის შემდგომ მიმდინარეობს, ანუ იმ პერიოდიდან, როცა მასკმა ტვიტერს 44 მილიარდი დოლარი შესთავაზა. ამის შემდგომ დელავერის შტატში სოციალური მედია პლატფორმის შესაძენად X Holdings I, II და III დაარეგისტრირა. X Holdings II ტვიტერთან უნდა გაერთიანებულიყო, III ფინანსებზე იზრუნებდა, ხოლო I მასკს პლატფორმის კონტროლის საშუალებას მისცემდა.
თუმცა 9 მარტს მასკმა ნევადას შტატში მხოლოდ ორი ბიზნესი დაარეგისტრირა — X Holdings Corp და X Corp. შემდგომ კი X Holdings I გააერთიანა X Holdings Corp-თან და Twitter X Corp-თან. მართალია, ცვლილებები ჯერ იურიდიულად გაფორმებული არ არის, მაგრამ მასკი ტვიტერზე უკვე განცხადებას ავრცელებს:
ალბათ, ისიც გახსოვთ ტვიტერის ამჟამინდელი მფლობელი სუპერ აპლიკაციას რომ გვპირდებოდა… ასეა თუ ისე, დღეს ერთი რამ არის აშკარა, ილონ მასკმა 44 მილიარდი დოლარი გადაიხადა, რათა Twitter-ს „აღარ ეარსება“…