in

Twitter-ის საჩივარი მეტას წინააღმდეგ — რა პრეტენზია აქვს კომპანიას?

დიახ, დიახ, Twitter უკვე იმუქრება კიდეც, რომ მეტას Threads-ის აპლიკაციის გამო უჩივლებს. ამტკიცებენ, რომ იგი ტვიტერის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს არღვევს.

Meta Platforms Twitter-ის სავაჭრო საიდუმლოებების და სხვა ინტელექტუალური საკუთრების სისტემატურ, მიზანმიმართულ და უკანონო მითვისების პროცესში ჩაერთო. ტვიტერი კი მკაცრად დაიცავს მის უფლებებს და მოსთხოვს მეტას, დაუყოვნებლივ იმოქმედოს და შეაჩეროს სოციალური ქსელის ნებისმიერი სავაჭრო საიდუმლოების ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება, — აცხადებს ალექს სპირო, ტვიტერის ადვოკატი. 

შეგახსენებთ, რომ Meta-მ Threads გუშინ ჩაუშვა და მიზნად სწორედ ტვიტერისთვის კონკურენციის გაწევას ისახავს. კომპანიის თქმით, 24 საათზე ნაკლებ დროში 30 მილიონი ადამიანი დარეგისტრირდა აპლიკაციაში, რაც მას ყველაზე სწრაფად ჩამოტვირთულ აპლიკაციადაც აქცევს. 

ცუკერბერგის თქმით, Threads-ით საჯარო საუბრების აპლიკაცია შექმნეს 1 მილიარდზე მეტ ადამიანთან“. ეს კი ის შესაძლებლობაა, რომელიც ტვიტერს ჰქონდა, მაგრამ არ გამოუყენებია… 

თუმცა აცხადებენ, რომ მეტამ ტვიტერის ათობით ყოფილი თანამშრომელი დაასაქმა, რომლებსაც პლატფორმის საიდუმლო ინფორმაციებზე ჰქონდათ წვდომა და ამას არაკანონიერად იყენებდნენ. როგორც ამბობენ, აღნიშნულმა ფაქტმა Threads-ის შექმნის ამბავიც დააჩქარა, ეს ყველაფერი კი ერთად როგორც სახელმწიფო, ისე ფედერალურ კანონებს არღვევს.

კონკურენცია მშვენიერია, ტყუილი — არა“, — ვკითხულობთ ილონ მასკის ტვიტერზე.

ამ ყველაფრის საპასუხოდ კი, ენდი სტოუნმა, მეტას კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, პასუხი Threads-ში შემოგვთავაზა: დაპოსტა, რომ ინჟინრებიდან არცერთი მუშაობდა ტვიტერში. მიუხედავად ამისა, ლინკდინზე ჩატარებული პატარა კვლევით აღმოჩნდა, რომ გასულ წელს Meta-ს Twitter-ის რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი ჰყავდა დასაქმებული…

იდეები ამ ზაფხულს თბილისში ჩარჩენილებისთვის – როგორ გავატაროთ ზაფხული, თუ შვებულებაში ვერ გავდივართ

ევროკავშირის მხარდაჭერით, „პრო ბონო მარათონი 2023“-ის ფარგლებში, კერძო სექტორი თავისი ექსპერტიზით საზოგადოებრივი სიკეთის შექმნაში ჩაერთო