in

Twitter ყოველდღიურად მილიონამდე ყალბ ანგარიშს აუქმებს

veon
veon

კომპანია Twitter-ის განცხადების თანახმად, მისი თანამშრომლები ყოველდღიურად 1 მილიონ ყალბ ანგარიშს აუქმებენ. თანაც, როგორც ჩანს, ამ ფილტრაციის უმეტესი ნაწილი უშუალოდ რეგისტრაციის დროს ხდება, ვიდრე ეს ანგარიშები რაიმე სახის კონტენტის შექმნას დაიწყებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება მაისის სტატისტიკას, როდესაც ტვიტერის აღმასრულებელმა დირექტორმა, პარაგ აგვარალმა, განაცხადა, რომ დღეში 500 000-მდე ანგარიში უქმდებოდა. და მაინც, კომპანია ახლაც კი ამტკიცებს. რომ მთლიანი მომხმარებლების ბაზის მხოლოდ 5%-ს მოიცავს ე. წ. ბოტები. ამასთან, ეს მაჩვენებელი შეესაბამება Facebook-ის შეფასებებს, რომელმაც 2022 წლის პირველ კვარტალში განაცხადა, რომ მთლიანი ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების დაახლოებით 5% იყო ყალბი ანგარიშები. ხოლო ამ კვარტალში 1,6 მილიარდი ყალბი ანგარიში წაიშალა — ბოტი ანგარიშების უმეტესი ნაწილი კი დაკავშირებულია კრიპტოვალუტასთან და პორნოგრაფიასთან.

როგორც ცნობილია, მათ გასაუქმებლად ტვიტერი იყენებს როგორც ავტომატურ შემოწმებას, ისე უშუალოდ თანამშრომლების ჩართულობას. რა თქმა უნდა, ეს ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პლატფორმის რეპუტაციისთვის… მიუხედავად იმისა, რომ მას უფრო ნაკლები აქტიური მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე ბევრ სხვა სოციალურ ქსელებს, ის არაპროპორციულად გავლენიანად ითვლება, განსაკუთრებით პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტებისთვის.

ამ ყველაფერს კი ისიც დაემატა, რომ ილონ მასკისა და ტვიტერის კავშირი ჩაიშალა, რაც თავიდანვე საკამათო იყო.

ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობა და პროექტები, რომლებიც ამ მიმართულებით ხორციელდება

როგორ უნდა აუხსნათ პარტნიორს, როცა არასამუშაო საათებშიც მუშაობთ?