in

Twitter-ზე ვერიფიკაციის სიმბოლოს ახალი მოდელი ამოქმედდება

veon
veon

ილონ მასკის თქმით, მომავალი კვირიდან Twitter-ზე ვერიფიკაციის სიმბოლოს მრავალფეროვან ნიშანს აამოქმედებს. უფრო კონკრეტულად, სქემის მიხედვით, კომპანიები ოქროსფერ ნიშანს მიიღებენ, მთავრობის წარმომადგენლები — ნაცრისფერს. ხოლო ლურჯი ნიშანი მხოლოდ ინდივიდუალური ანგარიშებისთვის იქნება განკუთვნილი. თუმცა ამისათვის ყველა მათგანს 8-დოლარიანი პაკეტის შეძენა მოუწევს.

ამასთან, მასკმა დასძინა, რომ კომპანია მიზნად ისახავს, ყველა ანგარიშის ვერიფიკაცია ხელით გააკეთონ, ვიდრე ახალი სისტემა ამოქმედდება. უფრო კონკრეტულად ტვიტერის თანამშრომლები ვალდებულნი იქნებიან, ხელახლა შეამოწმონ უკვე ვერიფიკაცია მინიჭებული ანგარიშები და, ამავდროულად, ახალი „მსურველებიც“ საგულდაგულოდ შეისწავლონ, რათა სპამი და ყალბი პროფილები თავიდან იქნას აცილებული.

მასკმა ასევე განმარტა, რომ ადამიანებს შეუძლიათ ჰქონდეთ მეორე პაწაწინა ლოგო, რათა მიუთითონ, არიან თუ არა ისინი კონკრეტული ორგანიზაციის ნაწილი. ცხადია, ამ ორგანიზაციამაც უნდა დაადასტუროს, ნამდვილად მუშაობს თუ არა ეს პიროვნება იქ.

BTU-ს სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის, კიბერ ჰიგიენის ჰაკათონი „DOGGO 1.0“ ჩატარდა

„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – როგორ შექმნა Leavingstone-მა მუსიკალური კამპანია