in

Twitter-ს შესაძლოა პრემიუმ მომსახურება დაემატოს

ეს საშუალებას მოგცემთ, მოითხოვოთ და მიიღოთ სპეციალურად თქვენზე მორგებული კონტენტი

veon
veon

ალბათ, არც ისე აღფრთოვანებული ხართ Twitter-ის რეკლამებით, თუმცა, როგორც ჩანს, არც თავად სოციალური ქსელია ამით კმაყოფილი. წყაროები ამტკიცებს, რომ “თვითერი” გამომწერებს ათვალიერებს და ცდილობს შეამციროს მიზნობრივ რეკლამებზე დამოკიდებულება. ამისათვის მრავალი სხვადასხვა იდეა განიხილება, მათ შორის Tweetdeck-ისთვის დამატებითი გადასახადის დაწესება ან პრემიუმ ვერსიის შექმნა ისეთი ფუნქციებისთვის, როგორიცაა პროფილის პერსონალიზაცია დამატებული, გაძლიერებული მონაცემებით.

ფასიანი ვერსია საშუალებას მოგცემთ, მოითხოვოთ და მიიღოთ სპეციალურად თქვენზე მორგებული კონტენტი იმ ადამიანებისგან, რომლის გამომწერიც ხართ, მაგალითად, უახლესი ამბების დეტალური ანალიზი. მართალია, ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია ვირუსულად ვრცელდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული დეტალები.

საინტერესოა, რომ Twitter შესაძლოა, ერთადერთი სოციალური ქსელის გიგანტი არ იყოს, რომელიც ფასიანი მომსახურების სერვისის დამატებას განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ის განცხადებით, ის ყოველთვის უფასო იქნება, მაგრამ აშკარად განიხილავს ფასიანი მომსახურების დამატებასაც.

პოტენციურად ფასიანი ვერსიის შესახებ ინფორმაცია სწორედ მას შემდეგ გავრცელდა, რაც “თვითერმა” საინფორმაციო ბიულეტენის შექმნის სერვისი (ელექტრონული ფოსტით მოსული სიახლე) იყიდა. აღსანიშნია, რომ რომელიმე სერვისის მოხმარების შემთხვევაში, რეკლამები თუ შეიზღუდა ან სრულად აიკრძალა, ეს დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს მრავალ კომპანიაში.

სათვალის ფრანგული ბრენდი IZIPIZI – 10-წლიანი ტრენდი ევროპაში და ახალი ტრენდი საქართველოში 

ბექა ადამაშვილი: „კრეატიული დირექტორობა ნიშნავს, იყო კომპეტენტური ჟიური იდეების სფეროში“