ცოტა ხნის წინ, ილონ მასკმა თითქოს ერთ ღამეში მიიღო გადაწყვეტილება Twitter-ის ცნობილი ლურჯი ფრინველის X-ით შეცვლის შესახებ. გამოცდილებით ვიცით, რომ ამას დრო, დაგეგმვა, ორგანიზება და მარკეტინგის სპეციალისტების გუნდის ჩართულობა სჭირდება. იყო თუ არა Twitter-ის რებრენდინგი ნაგავსაყრელზე გაჩენილი ხანძარი? დიახ. მიიპყრო თუ არა საზოგადოების ყურადღება? დიახ. ზოგიერთ შემთხვევაში, პოპულარობა არ არის კარგის ნიშანი. მოდით შევხედოთ გაკვეთილებს, რომლებიც შეგვიძლია ვისწავლოთ ილონისა და X-ისგან. ამის შესახებ, კომპანიის მარკეტინგის სპეციალისტი ჯეს ჰიკი საუბრობს.
გააცნობიერეთ თქვენი ბრენდის იდენტობა და ღირებულებები
სანამ ბრენდში მნიშვნელოვან ცვლილებას შეიტანთ, საგულდაგულოდ უნდა გესმოდეთ თქვენი ბრენდის ამჟამინდელი იდენტობა და ღირებულება, არამხოლოდ თქვენთვის, არამედ მომხმარებლებისთვისაც. Twitter-ის ცნობილი და ძალიან საყვარელი სახელისა და ლოგოს შეცვლამ შეიძლება შეაფერხოს ბრენდის კავშირი მის აუდიტორიასთან, ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბრენდის აღქმასა და ცნობადობაზე ზეგავლენის გათვალისწინებას.
გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული მხარეებისა და მომხმარებლების ჩართვა დაგეხმარებათ შეაფასოთ პოტენციური რეაქციები რებრენდინგის მიმართ. ჩაატარეთ გამოკითხვები ფოკუს ჯგუფებთან ან მოიძიეთ გამოხმაურება შემოთავაზებულ ცვლილებებზე, რათა გაიგოთ, როგორ აღიქვამს აუდიტორია ბრენდს და ღიაა თუ არა თავად ბრენდი ცვლილებებისთვის.
რებრენდინგისთვის მზად როცა იქნებით, კარგად დატესტეთ ახალი სახელი A/B ტესტინგით. იმის გაგება, თუ როგორ ეხმიანება ცვლილებები სამიზნე აუდიტორიას, დაგეხმარებათ წინასწარ განსაზღვროთ და დაძლიოთ გაურკვევლობა ან უარყოფითი რეაქციები.
იკვლიეთ აქტიურად
Twitter-ის შემთხვევაში, ახალი ლოგო უამრავმა ადამიანმა შეადარა ზრდასრულთათვის განკუთვნილ კონტენტს, რაც რეალურად, ნაკლებადაა მოსალოდნელი. როგორც აღმოჩნდა X არის Meta-ს სავაჭრო მარკა, რაც ნიშნავს, რომ მასკს მოუწევს დიდძალი თანხა გადაუხადოს მეტოქე ცუკერბერგს. ამასთან, X სიმბოლო SEO სპეციალისტებისთვის დიდი თავსატეხია.
მაინც, საიდან დავიწყოთ? სიღრმისეულად შეისწავლეთ კონკურენტები, დაგუგლეთ სახელდება, რომელსაც განიხილავთ, შეამოწმეთ სავაჭრო ნიშნები, ხელმისაწვდომი დომენები და სახელწოდებებეი. ჩართეთ თქვენი მარკეტინგის გუნდი, ან ითანამშრომლეთ სააგენტოსთან, რომელსაც შეუძლია თქვენი ხედვის რეალიზება.
ასევე, იფიქრეთ, რამდენად გაქვთ სახელდების ან ბრენდის ცვლილების უფლებამოსილებას. მაგალითად, გარკვეულ სიტუაციებში პოლიციამ Twitter-ის ნიშნის ამოღება შეაჩერა და მხოლოდ “er” დატოვა, რაც ძალიან უცნაურად ჩანს. ახლა კი, X-ს მოჰყვა სამართლებრივი პრობლემები.
გამოსავალია კარგი კომუნიკაცია
მასკი ამტკიცებს, რომ სახელდების შეცვლა ეფუძნება მის გეგმებს, Twitter აქციოს „ყველაფრის აპლიკაციად“. თუმცა, სანამ ეს არ მოხდება, სახელის შეცვლა შეიძლება დამაბნეველი იყოს უამრავი მომხმარებლისთვის, განსაკუთრებით OG-ებისთვის, რომლებიც აპლიკაციას მისი პირველი დღეებიდან მოიხმარენ, უკვე 17 წელია.
თუ რებრენდინგს გეგმავთ, ამ პროცესში მთავარია კომუნიკაცია. უნდა დაასაბუთოთ ცვლილებების აუცილებლობა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად შეცვალეთ სახელი და ლოგო. რებრენდინგის მიზეზების მკაფიო კომუნიკაციამ შეიძლება ბევრად ადვილად აღძრას ნდობა და გაზარდოს მიმღებლობა თქვენს მომხმარებლებში.
მასკის ერთ ღამეში მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, განიხილეთ ეტაპობრივი გადასვლა ახალ სახელსა და ლოგოზე, თუნდაც ახლის ძველის გვერდით გამოჩენა. არსებული მომხმარებლებისთვის გაუცხოების ნაკლები შანსია, თუ ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავთ ბრენდის ერთი სახიდან მეორემდე.
შეემზადეთ ადამიანების ემოციური რეაქციებისთვის
მზად იყავით, რომ მომხმარებლებს პროტესტი შეიძლება ჰქონდეთ ცვლილების მიმართ. რეაქცია დამოკიდებული იქნება თქვენი ბრენდის ზომაზე და იმაზე, თუ რამდენად სტრატეგიული იყავით რებრენდინგამდე. მოემზადეთ პოტენციური რეაქციისთვის, თუნდაც ვრცელი კვლევისა და დეტალური დაგეგმვის ფონზე. შეიმუშავეთ საგანგებო გეგმები ნებისმიერი კრიზისის სამართავად და თანმიმდევრული მკაფიო კომუნიკაციისთვის.
წყარო: bandt