17
Jul
2019

Twitter-მა დიზაინი განაახლა

17 Jul 2019

“ტვიტერმა” სოციალური ქსელის განახლებული დიზაინი წარადგინა. რედიზაინს ერთი წლის განმავლობაში ცდიდნენ. ამიერიდან, სოციალური ქსელის ინტერფეისი ავტომატურად განუახლდება თითოეულ მომხმარებელს. Twitter კი, დესკტოპით სარგებლობისას, მობილური აპლიკაციის მსგავსი იქნება: მარცხნივ – სამართავი პანელი და ძირითადი ნავიგაცია, მარჯვნივ – ძირითადი სიახლეების სივრცე. განახლებულ “ტვიტერში” მომხმარებლებს შეეძლებათ ექაუნთებს შორის გადართვა, ახალი შრიფტების, ფერებისა და დღე-ღამის რეჟიმის არჩევა. სამწუხაროდ, ტვიტების რედაქტირება არც ახალ ინტერფეისში შეეძლებათ მომხმარებლებს.

განხილვა