in

Twitter Shops-ის საშუალებით, Twitter-ში „შოპინგს“ შეძლებთ

Twitter-ს, ბოლოდროინდელი განახლების შედეგად, Twitter Shops ფუნქცია დაემატა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა ბრენდის საქონელი დაათვალიეროს და შეიძინოს. სავაჭრო კომპანიებს სოციალური ქსელის პროფილზე, 50 პროდუქტის განთავსების შესაძლებლობა ექნებათ. რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს სასურველი ნივთი აპლიკაციის დატოვების გარეშე იყიდოს. 

Twitter Shops, ამჟამად, ბეტა ტესტირების პროცესშია. ამიტომ, ფუნქცია მხოლოდ აშშ-ში, მომხმარებლების გარკვეული ნაწილისთვისაა ხელმისაწვდომი. მისი მსოფლიო მასშტაბით დანერგვის დაზუსტებული თარიღი, ჯერჯერობით, ცნობილი არაა.

Twitter Shops-ზე მოვაჭრე კომპანიების პროფილზე დაწკაპუნებით, იხილავთ ღილაკს View Shops, რაც საშუალებას მოგცემთ დაათვალიეროთ ბრენდის პროდუქცია. ხოლო, როდესაც სასურველ ნივთს შეარჩევთ, აპლიკაციის შიდა ბრაუზერის მეშვეობით პროდუქტის ორიგინალ საიტზე გადამისამართდებით, სადაც საქონლის საბოლოო შესყიდვას შეძლებთ.

მეცნიერებმა „ქალთევზას მუმიის“ შესწავლა დაიწყეს

Facebook დესკტოპ ვერსიის ახალ დიზაინს ცდის