გავრცელებული ინფორმაციით, Twitter თავისი Spaces-ისთვის ხმოვანი მანიპულირების განახლებას ამუშავებს. ე. წ. “ხმის ჩამრთველი” პირველად სოციალური მედიის მკვლევარმა ჯეინ მანჩუნ ვონგმა ახსენა. მისი თქმით, ეს საშუალებას მოგცემთ, თქვენი ხმა შეცვალოთ ან ექოს ეფექტი დაამატოთ.
ამ დრომდე თვითერზე აუდიო საუბრისას ზოგიერთი მომხმარებელი თავს იკავებდა საკუთარი ხმის გაჟღერებისგან – თუნდაც იმ მიზეზით, რომ ბევრს არ მოსწონს, როგორ ისმის კომპიუტერულ მოწყობილობებში მისი ხმა… ახლა კი Space-ის ახალი მახასიათებელი გამოცდილებას უფრო სახალისოს გახდის. ხმაზე სხვადასხვა ეფექტის დადება ერთმანეთისგან განსხვავებულ ატმოსფეროს შექმნის.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული განახლება თვითერზე მას შემდეგ მიიღეს, რაც Clubhouse კიდევ უფრო გაფართოვდა ახალი ფუნქციებით, სფოთიფაიმ კი თავისი Greenroom განავითარა… რომ აღარაფერი ვთქვათ ფეისბუქის მიერ შემუშავებულ ე. წ. “ქლაბჰაუსის კლონზე”. ასეთი თანადროული ნაბიჯების გადადგმა ბუნებრივია, რადგან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ოთხივე პლატფორმამ მუდმივი სიახლეები უნდა შესთავაზოს მომხმარებლებს.