in

Twitter-ის აუდიო ოთახებში ბილეთების გაყიდვის ფასიანი სერვისი მალე ამოქმედდება!

გაყიდვებიდან მიღებული თანხის 20% ავტომატურად გადაეცემა Twitter-ს

Twitter-ის მიერ შექმნილ აუდიო ჩათის ფუნქცია Spaces-ში მალე ფასიანი სერვისი ამოქმედდება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, გარკვეულ ოთახებში დასაშვებად ფასიანი ბილეთები გაყიდონ.

თვითერი აშკარა კონკურენციას უწევს ქლაბჰაუსს, რომლის შთაგონებითაც დაიწყეს სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებმა ონლაინ აუდიო ჩათის ინტერფეისის შემუშავება. თუმცა ყოველმა მათგანმა რაღაც სახასიათო და ერთმანეთისგან განსხვავებული მიდგომა აირჩია – მაგალითად, თვითერი მომხმარებლებს ფულის გამომუშავების მარტივ გზას სთავაზობს…

ამ ეტაპზე ყველა მომხმარებელს, ვისაც მინიმუმ 600 გამომწერი ჰყავს, აუდიო ჩათში მონაწილეობის მიღება შეუძლია და აქამდე არ არსებობდა ექსკლუზიური სივრცეები, რომლებიც მხოლოდ კონკრეტული პირებისთვის იქნება განკუთვნილი. სწორედ აქ ერთვება თამაშში “ბილეთოვანი სისტემა” – მასპინძელი გაყიდის სივრცეში დასასწრებ ბილეთს, მომხმარებელი კი იყიდის და დახურულ აუდიო ოთახში გამართულ საუბარს დაესწრება.

სივრცის შემქნელებს ბილეთზე ნებისმიერი ფასის დადება შეუძლიათ, გაყიდვებიდან მიღებული თანხის 20% კი, ავტომატურად გადაეცემა Twitter-ს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გახდება ფასიანი სერვისი გლობალურად ხელმისაწვდომი, მაგრამ ფაქტია, მას ყველა მოუთმენლად ელოდება – მაგალითად, პოდკასტერები ვარაუდობენ, რომ მათ ეს ახალი ფუნქცია მნიშვნელოვნად დაეხმარება თავიანთ საქმიანობაში.

ნახეთ: ილუსტრაციებში ასახული ვან გოგის ცხოვრება, როგორც მშვენიერებითა და სილამაზით სავსე თავგადასავალი

Saildrone – ავტონომიური დრონი, რომელიც კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგვეხმარება