12
Feb
2020

Twitter-მა მომხმარებლების პოსტები ბილბორდებად აქცია – ვალენტინობა ისეთი, როგორიც არის

12 Feb 2020



Twitter-მა ვალენტინობის დღისთვის კამპანია ჩაუშვა და ნიუ-იორკის, სან-ფრანცისკოსა და სიეტლის მეტროსადგურებზე ბილბორდები გამოაკრა.სოციალურმა ქსელის ბრენდმა გადაწყვიტა, რომ კომერციული და არარეალისტურად მიმზიდველი ენით კი არ ესაუბრა აუდიტორიასთან, არამედ მათთან ნამდვილ დიალოგებზე დაფუძნებული კომუნიკაცია დაემყარებინა – ყველაზე მხიარული და გულწრფელი ტვიტების გაზიარებით.

ბილბორდებზე ვხვდებით იმას, რაც ცოლმა შეიძლება, ქმარს უთხრას; როგორი საშინელი შეიძლება, ვინმესთან პირველი პაემანი გამოდგეს და სხვა:

„ვაპირებ 2020 წელს, პაემანზე საკუთარ თავთან წავიდე“; „ჩემმა ქმარმა თქვა, რომ მაცივარში ძალიან ბევრი ყველი გვაქვს. ახალ ქმარს ვეძებ“; „იო, ძალიან უხერხულად ვარ. წარმატებას ვუსურვებ ყველას, ვინც ჩემთან შეხვედრას აპირებს“. 

და კიდევ სხვებიც:

„მოკლედ, როგორც პაემნების აპლიკაცია მეუბნება, ყველაზე მეტად შეთავსებადი ჩემს ყოფილთან ვარ. თქვენკენ რა ხდება?“

„ჩემმა ბოიფრენდმა შიშველი ფოტო გამომიგზავნა და მითხრა, რომ მისთვის ტანსაცმელი მიმეფარებინა“.

„ჩემმა მეგობარმა ბიჭმა მკითხა, ვალენტინობის დღისთვის კბილის ჯაგრისი თუ მინდოდა …“

my boyfriend just asked me if i wanted a toothbrush for valentine’s day…. i- ????

— zo routon (@zoexrouton) December 26, 2019

Twitter-მა მგავსი კამპანია ადრეც ჩაუშვა, გასულ მაისს – Me on Twitter და გასულ სექტემბერს – Twitter Is Like.

განხილვა