in

Twitter-მა სხვა სოციალური ქსელების მომხმარებლებს დასცინა

იმისათვის, რომ სხვა სოციალურ ქსელებთან შედარებით, საკუთარი უპირატესობა ეჩვენებინა, Twitter-მა სახალისო კამპანია წამოიწყო. რეკლამაში კომპანიამ სხვა სოციალურ ქსელებში ადამიანების არაგულწრფელობაზე გაამახვილა ყურადღება. ამასთან დაკავშირებით, Twitter-მა გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ნაჩვენებია მომხმარებლის განსხვავებული ქცევა, სოციალური ქსელის მიხედვით. ფოტოებზე ნახავთ წარწერებს “მე ინსტაგრამზე” ან “მე ინსტაგრამზე VS მე Twitter-ზე”. ამგვარად, Twitter-ს სურდა ხაზი გაესვა, რამდენად გულწრფელები არიან ადამიანები მის პლატფორმაზე, ხოლო სხვა სოციალურ ქსელებში პოსტებს მოწონებებისა და გამომწერების გულის გასახარად დებენ. ამ კამპანიის ფარგლებში, დამზადდა გარე რეკლამა, რომელიც ნიუ-იორკისა და სან-ფრანცისკოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში განთავსდება.

“No Need to Fly – Around the World in Germany” – გერმანიის რკინიგზის კამპანია

#სადანროგორ: ღონისძიებები 1-6 აგვისტო