iOS აპლიკაციის განახლების შემდეგ, Twitter განახლებას ვებზეც წარმოგვიდგენს. კვირის დასაწყისში პლატფორმამ Home და Latest ჩაანაცვლა — ტვიტერზე უკვე For You-სა და Following-ს შეხვდებით. For You კი ახლა როგორც iOS-ზე, ისე ვებზეც გამოჩნდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ პლატფორმა მომხმარებელთა თხოვნებს ითვალისწინებს. შესაბამისად, როცა კონკრეტულ ფანჯარას ჩახურავთ, შემდეგ კი ხელახლა შეხვალთ მასში, ზუსტად იმ კონტენტს ნახავთ, რომელზეც მანამდე გაჩერდით… ვებზე For You-ს არსებობის უპირატესობა კი ის არის, რომ Twitter-ის სიების გამოყენებისას, განახლებული პროგრამა ერთი სიიდან მეორეზე გადართვას ამარტივებს.
თუ Twitter-ის განცხადებას დავეყრდნობით, კონკრეტული ცვლილება Android-ზეც ხელმისაწვდომი გახდება. გამოდის, ალგორითმული გვერდები სულ მალე ყველასთვის ჩაეშვება…