in

Twitter ახალი ფუნქციის, აუდიო ფორმატის მქონე ვირტუალური “შეხვედრების ოთახის” ტესტირებას იწყებს

veon
veon

ნოემბერში Twitter-მა დააანონსა საკუთარი Clubhouse რეივერების ტესტირება, სახელად „აუდიო სივრცეები“ (Audio Spaces). ახალი პროდუქტი Twitter-ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ერთ სივრცეში მოუყარონ თავი სხვადასხვა ადამიანებთან თუ ადამიანთა ჯგუფთან საუბარს. კომპანიამ პროდუქტის დადებით მხარეს შესაბამისი სქრინშოთების მეშვეობით გაუსვა ხაზი და აუდიო სივრცეების მუშაობის რამდენიმე სფეციფიკაც წარმოადგინა.  ამჟამად ჩვენ შედარებით მეტი ინფორმაცია გვაქვს მის ფუნქციებთან დაკავშირებით, რასაც უკუ ინჟინერ ჯეინ მანჩუნ ვონგს უნდა ვუმადლოდეთ.

ვონგმა Twitter-ში ჩართო პირადი ბეტა პროგრამა და გადაიღო სქრინშოთები იმის საჩვენებლად, თუ როგორ მუშაობს და გამოიყურება აუდიო სივრცეები. რა თქმა უნდა, აღნიშნული ფუნქციები პროდუქციის ჩაშვებამდე შესაძლოა შეიცვალოს, თუმცა ახლანდელი მოცემულობა ერთიან იდეაზე მნიშვნელოვან წრამოდგენას გვიქმნის.

ფოტოებიდან როგორც ჩანს, აუდიო სივრცეებში იგივე სორტირების შესაძლებლობა იქნება, როგორც უბრალო Tweet-ების შემთხვევაშია. ეს მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, თავიანთი აუდიო სივრცის ხილვადობა სურვილის შესაბამისად შეცვალონ – ხილვადი იყოს ყველა ფოლოვერისთვის, თუ მხოლოდ მოწვეულ წევრებს შეეძლოთ გაწევრიანება, რაც შესაძლებელია როგორც პირადი შეტყობინების გაგზავნით, დათვითვით ან სივრცის ლინკის გაზიარებით.

სივრცეში შესვლისას ხმაურის შეზღუდვის მიზნით ყველა წევრის მიკროფონი ავტომატურად გამორთულია და მთელი ამ დროის განმავლობაში (გარდა ვერბალური საუბრისა) მათ საშუალება აქვთ, თავიანთი დამოკიდებულება თუ რეაქცია გამოხატონ სხვადასხვა ემოჯის მეშვეობით –  „100“, „ხელის აწევა“, „მუშტი“ და ა.შ.

გარდა ამისა, აუდიო სივრცის შემქმნელს შეეძლება თავად დაარეგულიროს და აკონტროლოს, თუ ვის მიეცემა საუბრის საშუალება სპეციალურად შექმნილ ოთახში. აპის შიდა მენიუდან სწორედ მათ ექნებათ დინამიკების მართვის, პარამეტრების შეცვლის, წესების ნახვისა და ფიდბექის გაზიარების უფლება.

Twitter

 

ერთ საინტერესო აღმოჩენას ის წარმოადგენს, რომ აუდიო სივრცეები მოიცავს მენიუს შესაბამისი ჩეთის ტრანსკრიპციას. სწორედ ეს განასხვავებს ამ ახალ პროდუქტს სხვა „სასაუბრო ოთახებისგან“. ეს ფუნქცია შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს, რადგან როდესაც მომხმარებლების საუბარი პარალელურად იწერება პროგრამის მიერ, ისინი ბევრად მეტ პატივისცემას გამოიჩენენ ერთმანეთისადმი. ცხადია, ეს ერთის მხრივ ხელს უწყობს ისეთი საკითხის მოგვარებასაც, როგორიცაა live საუბრებისას რაიმე ზომიერების ფარგლების დარღვევის ფაქტის აღმოჩენა. ასეთი ფაქტები კი, როგორც იცით, საკმაოდ ხშირია…

Twitter ის კომპანიაა, რომელიც წლების განმავლობაში იბრძოდა თავის პლატფორმაზე რაიმე ლანძღვის შემცველი თუ შემავიწროვებელი ტექსტების გაზიარების წინააღმდეგ. თუმცა, აღნიშნული პროდუქტის შექმნის საწყის ეტაპზე გაურკვევლი იყო, სოციალური ქსელი აუდიო ჩათის ოთახებში როგორ შეინარჩუნებდა „ზომიერებას“. როგორც ჩანს, შესაძლოა, სწორედ საუბრის ჩაწერა აღმოჩნდეს ტოქსიკური მეტყველებისთვის შემაკავებელი ფაქტორი. გარდა ამისა, აპს მნიშვნელოვანი შიდა ფუნქცია აქვს _ამ სივრცის დარეპორტება_ სადაც მომხმარებელს შეუძლია ჩამოთვლილი კატეგორიებიდან მონიშნოს, რა სახის დარღვევას თუ შევიწროვებას ჰქონდა ადგილი – იქნება ეს თვითდაზიანება, ძალადობა, სექსუალური შევიწროვება, ბავშვთა უსაფრთხოება, პირადი ინფორმაციის გასაჯაროება თუ შეურაცხმყოფელი ქცევა.

გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად აუდიო სივრცეების მხოლოდ ბეტა ვერსია მუშაობს, ტესტერებს წვდომა ექნებათ „უკუკავშირის გაზიარების“ ფუნქციაზეც.

Twitter-მა საზოგადოებას ადრეც აცნობა, რომ აუდიო სივრცეები თავდაპირველად მხოლოდ მომხარებლების მცირე რაოდენობისთვის ჩაეშვებოდა ხმარებაში. მათ შორის იქნებიან არაპროპორციული ქმედებისა და ძალადობის მსხვერპლი ქალები და მარგინალური ჯგუფებიც – განაცხადა Twitter-ის პროდუქტის დიზაინერმა მაია გოლდ პატერსონმა.

საჩუქრების საამქრო – Visa-ს & MY.GE-ს კამპანია მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად

ახალშობილი Covid-19-ის ანტისხეულებით