in

Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თავისი პირველი “თვითი” $2.9 მილიონად გაყიდა!

ის გაიყიდა, როგორც NFT (non-fungible token)

veon
veon

Twitter-ის გენერალურმა დირექტორმა ჯეკ დორსიმ ორშაბათს თავისი პირველი “თვითი” 2.9 მილიონ დოლარად გაყიდა, როგორც NFT (non-fungible token). 2006 წლის 21 მარტს გამოქვეყნებულ “თვითში” უბრალოდ ეწერა – “just setting up my twttr.” 

მის ყიდვასთან დაკავშირებით პირველი შეთავაზება 15 დეკემბერს დაფიქსირდა, ტენდერი კი საბოლოოდ 21 მარტს დასრულდა. ჯეკ დორსის 9 მარტის განცხადების თანახმად, მიღებული თანხა დაუყოვნებლივ გარდაიქმნებოდა ბიტკოინად, რომელსაც შემდგომ არაკომერციულ ორგანიზაციას, GiveDirectly-ის გადასცემდა, აფრიკის დასახმარებლად. ახალი ამბების გავრცელებიდან რამდენიმე საათის შემდეგ კი, მან გამოაქვეყნა “სქრინშოთი”, სადაც მყიდველის მიერ გაღებული თანხა იყო ასახული.

გამომდინარე NFT-ის მზარდი პოპულარობისა, სულ უფრო ადვილი ხდება ადამიანების მისით მოხიბვლა, როგორც უნიკალური ციფრული აქტივით, რომელზეც ექსკლუზიური უფლებები არსებობს. თანაც, ასეთი ნამუშევრის დუბლირება შეუძლებელია.

უნდა აღინიშნოს, რომ მყიდველი არ ფლობს ნამუშევარს და არც მისი გავრცელების წესებზე აქვს რაიმე უფლება. ნაცვლად ამისა, NFT ნიმუშის შეძენა გულისხმობს უფლებებს უნიკალურ სიმბოლოებზე, რომელიც მათ სახელს ნამუშევართან აკავშირებს.

“NFT-ების მნიშვნელობა ძირითადად სიმცირისა და სპეკულაციების ფუნქციიდან გამომდინარეობს. მას არ აქვს რაიმე სხვა მნიშვნელობა ამ ფაქტორების მიღმა” – აცხადებს Temple University’s Beasley School of Law-ის პროფესორი, ტომ ლინი.

პლატფორმა Cent-ზე განთავსებული NFT “თვითი” ვინმე სინა ესტავიმ შეიძინა. მის მიერ Twitter-ზე მოცემული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, ის ბლოკჩეინის კომპანია Bridge Oracle-ის აღმასრულებელი დირექტორია. შემოსული თანხის 95%-ს ჯეკ დორსი მიიღებს, დანარჩენი კი Cent-ს გადაერიცხება.

მართალია, კრიპტო ხელოვნება უკვე ნახევარ ათწლეულზე მეტია არსებობს, მაგრამ მეინსტრიმი მხოლოდ ახლახანს გახდა, რასაც ილონ მასკის მიერ ცოტა ხნის წინ განთავსებული NFT ვიდეოც ადასტურებს, რომელიც ჯერ კიდევ მყიდველის მოლოდინშია.

Microsoft-ის ახალი კვლევა – მზად ვართ თუ არა ჰიბრიდული სამუშაო მოდელისთვის?

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ რებრენდინგი