in

გაიცანით Twitter-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი — AI-ს 37 წლის ექსპერტი

მისი ამბიციური მიზნები კომპანიას დიდ წარმატებას ჰპირდება

პარაგ აგრავალი Twitter-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორია. იგი კომპანიას ჯერ კიდევ 2011 წლიდან შეუერთდა, როგორც ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ინჟინერი. უკვე 2017-ში მან CTO-ს პოზიცია დაიკავა. ახლა კი აგრავალი ყველაზე ახალგაზრდა აღმასრულებელ დირექტორთა ჩამონათვალს შეუერთდება, რომლებიც ძირითად ტექნიკურ ფირმებს ხელმძღვანელობენ.

როგორც აგრავალი აღნიშნავს, მისი, როგორც აღმასრულებელი დირექტორის პრიორიტეტები სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას და ამბიციური მიზნების მიღწევას მოიცავს. ივლისის თვეში თვითერმა წლიური შემოსავლების 74 პროცენტიანი ზრდა განიცადა და მთლიანობაში, $1.19 მილიარდს მიაღწია. ხოლო აქტიური მომხმარებლების მონეტიზაცია 11%-ის მატებით, 206 მილიონამდე გაიზარდა.

ამასთანავე, ცოტა ხნის წინ კომპანიამ Twitter Blue გამოუშვა — 3 დოლარიანი გამოწერის სერვისი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, გააუქმონ თვითები და სხვადასხვა სასარგებლო ფუნქცია გამოიყენონ. “მესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი კარგად მიცნობს. ზოგიერთი კი – ნაკლებად ან საერთოდ არ მიცნობს. პირველ რიგში საკუთარ თავს შევხედოთ… სწორედ ეს არის პირველი ნაბიჯი მომავლისკენ” — განუცხადა აგრავალმა თანამშრომლებს.

ბუნებრივია, რომ როგორც მთავარი ტექნოლოგი, აგრავალი თვითერის ტექნიკურ სტრატეგიას და განვითარების სიჩქარის ზრდას აკონტროლებდა. უფრო კონკრეტულად, იგი ალგორითმული მიკერძოების აღმოფხვრაზე მუშაობდა. მაგალითად, პარაგმა თვითერის გამოსახულების ჩამოჭრის ალგორითმი შეცვალა, რადგან პლატფორმა ავტომატურად აჭრიდა შავკანიან ადამიანებს და თეთრკანიანებს აქცევდა ცენტრში.

“სისტემებში მანქანური სწავლების მიკერძოება ინდუსტრიის მასშტაბის საკითხია და ჩვენ მის გაუმჯობესებას ვცდილობთ. ჩვენ ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას და გვსურს, ყველას გავუადვილოთ ჩვენი სისტემების მუშაობის გაგება” — წერდა აგრავალი 2020 წლის ოქტომბრის პოსტში.

გარდა ამისა, აგრავალი სათავეში ჩაუდგა Twitter-ის ამბიციურ Blue Sky ინიციატივას, რომელიც ინჟინრებს დეცენტრალიზებული სოციალური მედიის ლანდშაფტის შესაქმნელად აფინანსებს. თანაც, პარაგმა თვითერის პირველი გამოჩენილი ინჟინრის წოდება მოიპოვა, რაც პლატფორმის აუდიტორიის გაფართოებაში დაეხმარა, შემოსავლებისა და სამომხმარებლო შეთავაზებების საშუალებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ აგრავალმა ძლიერი კავშირები დაამყარა სხვა ტექნიკურ ლიდერებთან. იგი ადრე AWS-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორთან, ენდი იასთან თანამშრომლობდა, რომელმაც 15 წელი დაუთმო ამ კომპანიის განვითარებას. მიმდინარე წლის დასაწყისში კი ჯეფ ბეზოსი ჩაანაცვლა Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე.

შესაძლოა, სწორედ ამ თანამშრომლობამ განაპირობა თვითერის სამომავლო გეგმა. კერძოდ, კოპანია, ამაზონის სახით, პირველად გამოიყენებს საჯარო ღრუბლოვან სერვისს, რათა რეალურ დროში შეძლოს მომხმარებლებისთვის მომსახურების მიწოდება.

Audi e-tron – ის გზა საქართველოსკენ! — ეპიზოდი #7

Vileda: „ბრენდის სავიზიტო ბარათი გერმანული ხარისხია, რომელიც უძლებს დროს“