in

ილონ მასკმა Twitter-ის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა!

მივესალმები ლინდა იაკარინოს, Twitter-ის ახალ ხელმძღვანელს, — ეს ის სიტყვებია, რომლითაც ილონ მასკმა ტვიტერის მომხმარებლებს მიმართა, თუმცა ზედმეტი კითხვების თავიდან ასარიდებლად განაგრძო: იაკარინო ძირითადად ბიზნეს ოპერაციებზე იქნება ფოკუსირებული, მე კი პროდუქტის დიზაინსა და ახალ ტექნოლოგიაზე.

მასკმა ტვიტერის ახალი დირექტორი გაგვაცნო, თუმცა საინტერესოა, რა კრიტერიუმებით აირჩია იგი. როგორც ამბობენ, იაკარინო NBCUniversal-ის გლობალური რეკლამის ხელმძღვანელი თითქმის 12 წლის მანძილზე იყო. თანამდებობა კი სულ ახლახან, პარასკევს დატოვა, რამაც არც ჭორები დააყოვნა ტვიტერში გადასვლის შესახებ. New York Times და CNBC იუწყებოდნენ, რომ მათ შორის მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის მანძილზე მიმდინარეობდა…

საინტერესოა ისიც, რომ იაკარინო მანამდე NBC-ს რეკლამირებისა და პარტნიორობის ხელმძღვანელი და ციფრული სარეკლამო გაყიდვების პრეზიდენტი იყო. მანამდე კი თითქმის 20 წელი გლობალურ გასართობ კომპანია Turner-ში მუშაობდა. გამოდის, ახალ ხელმძღვანელს ზუსტად ის გამოცდილება აქვს დაგროვილი, რაც მასკს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება…

„ომი გრძელდება, მათ ისევ ვჭირდებით“ — მარიამი, უკრაინელების მეგობარი სამეგრელოდან

გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიური სამიტი 31 მაისს გაიმართება