in

Twitter-ის აუდიო ოთახებში ბილეთის გაყიდვა და თანხის გამომუშავება შეგიძლიათ!

Spaces-ის დახმარებით, ფულის გამომუშავებაც კი შეიძლება…

Spaces, Twitter-ის ქლაბჰაუსის მსგავსი აუდიო პლატფორმა ფართო მოხმარებაში ეშვება. 

თვითერმა აუდიო ოთახების დატესტვა 2020 წლის ბოლოს, მცირე რაოდენობის მომხმარებლებთან დაიწყო. ახლა კი, ყველა მომხმარებელს, ვისაც მინიმუმ 600 გამომწერი ჰყავს, ახალი ფუნქციით სარგებლობა შეეძლება. 

როგორც კომპანია აცხადებს, 600 გამომწერიანი შეზღუდვა აქამდე შესწავლილ და დატესტილ მონაცემებს ეფუძნება – “ამ ანგარიშების მფლობელებს, სავარაუდოდ, ცოცხალი საუბრების კარგი გამოცდილება ექნებათ. ვიდრე ყველას მივაწვდით ამ ფუნქციის გამოყენების შესაძლებლობას, გვსურს, უფრო მეტი ვისწავლოთ, გავამარტივოთ Space-ით სარგებლობა”. 

საინტერესოა, რომ თვითერი მომხმარებლებს ფულის გამომუშავების გზასაც კი სთავაზობს – მათ შეეძლებათ, აუდიო ოთახებში დასაშვებ ადამიანებზე რაოდენობრივი შეზღუდვა დააწესონ და მსურველებს მხოლოდ ფასიანი ბილეთებით შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. შემოსული თანხიდან კი, კომპანიაც მიიღებს გარკვეულ ნაწილს. როგორც ცნობილია, ზოგიერთი მომხმარებელი ამ შესაძლებლობას უახლოეს თვეებში მიიღებს. 

ასევე, Space-ზე შესაძლებელია თანაწამყვანის ფუნქციის მორგება და პირდაპირი საუბრების ჩაწერა, რაც დღევანდელ რეალობაში საკმაოდ კომფორტულია. 

ასე რომ, თუ უკვე აკმაყოფილებთ გამომწერთა რაოდენობას, შეგიძლიათ, ისარგებლოთ ახალი ფუნქციით. ხოლო თუ ნაკლებად სარგებლობთ თვითერით, დაელოდეთ, როდის იხილავს მზის სინათლეს Facebook-ის, Discord-სა და LinkedIn-ის აუდიო ოთახები. 

საქართველოს ბანკი და კრაკენი გილოცავთ ქუთაისობას – გვიროლობისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი

როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის შესაფერისი ფიზიკური აქტივობა?