in

Twitter-ის ჩიტი X-მა ჩაანაცვლა!

კი გვგონია, რომ მასკი კიდევ ვეღარაფრით გაგვაკვირვებს, მაგრამ ამას მაინც სულ ახერხებს. Twitter-ში ცვლილებები არ მთავრდება და ამჯერად ყველასთვის საყვარელი ჩიტი უბრალოდ X-ად გადაკეთდა, ცვლილებებს ტვიტერის საკულტო ცისფერიც ემსხვერპლა და მკვეთრად განსხვავებულ შავ-თეთრ ფერებში წარმოჩინდა. 

ახლა უკვე ყველაფერი X ბრენდინგის ქვეშ მოექცევა, თუმცა ნეტავ რა უნდა დავუძახოთ ტვიტებს? ამ კითხვაზე პასუხს მალე გავიგებთ, მანამდე კი მასკი იმაზეც საუბრობს, თუ როგორ დაეხმარება X ტვიტერს, გახდეს ყველაფრის აპლიკაცია. ეს მომხმარებლებს რამდენად უნდოდათ ერთი საკითხია, მაგრამ ახლა რამდენად მიიღებენ მას — მეორე. თანაც Threads-ის სახით ძლიერი ალტერნატივა უკვე არსებობს და მასკის მკვეთრი ცვლილებები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ მეტას სასარგებლოდ მოქმედებს.

აქ ერთ საინტერესო ფაქტსაც გვახსენებენ — X.com 1999 წელს ონლაინ ბანკს წარმოადგენდა, რომლის თანადამფუძნებელი სწორედ მასკი გახლდათ, იგი შემდგომში PayPal გახდა და eBay-მ იყიდა. ისიც გავიხსენოთ, რომ ილონ მასკის მფლობელობაში არსებული კომპანიები X-ს მოიცავს, მათ შორისაა SpaceX, xAI და X Corp. ახლა კი, მოგვწონს თუ არა, მათ ტვიტერის ნაცვლად, X-იც შეუერთდა…

როგორ გავასუფთაოთ ბრაუზერების ანდროიდ ვერსიები ქუქი-ფაილებისგან?

„პორშე ცენტრი თბილისმა“ წლის პირველი ნახევარი გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლებით დახურა