in

რა გახდა ტვიტერის რებრენდინგის მიზეზი? — კომპანიის CEO-ს პასუხი

საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ ვერ მიეჩვია ტვიტერის „ჩიტის გაფრენას“ და მისი X-ით ჩანაცვლებას. საკულტო სიმბოლოდ ქცეული ნიშანი უცბად რომ იხაზება და ისე ქრება, თითქოს არც უარსებია, ნამდვილად არ არის ციფრული სივრცისთვის ადვილად მისაღები. ალბათ, სწორედ ამ აჟიოტაჟმა აიძულა კომპანიის ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი, სოციალური ქსელის რებრენდინგის მიზეზებზე საჯაროდ ესაუბრა.

BOG
BOG

თავის პირველ სატელევიზიო ინტერვიუში CNBC-სთან ლინდა იაკარინომ აღნიშნა: „თუ ტვიტერს დავტოვებდით, წინასწარ განსაზღვრული შეზღუდვები იარსებებდა იმასთან დაკავშირებით, რისი გაკეთება შეგვიძლია. ამასთანავე, ნებისმიერ ახალ ფუნქციას, რომლის დანერგვასაც გადავწყვეტდით, მხოლოდ „დამატებად“ მიიღებდა ხალხი“.

ამის პარალელურად, განმარტავს, რომ X-ით მიანიშნებენ იმაზე, რისი გაკეთებაა შესაძლებელი და საპირისპიროდ, რის გაკეთებას ვერ მოახერხებენ. ლინდას თქმით, რებრენდინგი ფუნქციური ცვლილებების კვალდაკვალ განხორციელდა, რათა ერთიანობაში გარდაქმნილიყო კომპანიის სერვისი. მაგალითისთვის შეგვიძლია უკვე აშკარა სხვაობებზე ვისაუბროთ — ილონ მასკმა ტრადიციული ტექსტზე დაფუძნებული ფორმატი წამოწია წინ, რაც სტატიების განთავსებასაც შეუწყობს ხელს. ასევე, შეცვალა გადახდების სტრუქტურა კონტენტის შემქმნელებისთვის.

„რებრენდინგი ძველი ტვიტერისგან და მისი მემკვიდრეობითი აზროვნებისგან გათავისუფლებაა. ახლა ის თავისუფალია საკუთარი კლანჭებისგან — შესაბამისად, სოციალურ ქსელს შეუძლია, ხელახლა განსაზღვროს თავისი სახე, როგორც შეკრების, გართობისა და ფასიანი გარიგებების სივრცე“, — დასძინა ლინდა იაკარინომ.

დიზელზე მომუშავე 10 მანქანა, რომლებიც 2023 წელს უნდა შეიძინოთ

Microsoft ვიდეო კონტენტის შექმნას ამარტივებს