in

Twitter-ზე უცნაური შეცდომა დაფიქსირდა – რამდენიმე მომხმარებელს ანგარიშზე წვდომა შეეზღუდა

ხარვეზი უკავშირდებოდა სიტყვას “Memphis”

veon
veon

Twitter-ზე გასულ შაბათ-კვირას უცნაური შეცდომა დაფიქსირდა – ყველას, ვინც საკუთარ ანგარიშზე Memphis-ს წერდა, 12 საათის განმავლობაში დაებლოკათ პლატფორმაზე წვდომა.

ზოგიერთმა მომხმარებელმა ამ ფაქტს სხვადასხვაგვარი ახსნები მოუძებნა და დისკუსია მიმდინარეობდა. თანაც, ხარვეზმა Memphis Grizzlies-ის კალათბურთის გუნდზეც იმოქმედა.

როგორც კომპანია განმარტავს, ეს ყველაფერი, პლატფორმაზე წარმოქმნილ შეფერხებებს უკავშირდებოდა. “ანგარიშზე გავლენა იქონია სისტემის პრობლემამ, რომელსაც სიტყვა “მემფისი” იწვევდა. პლატფორმა კი ამის დამწერ ანგარიშის მფლობელებს “თვითის” წაშლას სთხოვდა და დროებით უზღუდავდა წვდომას. პრობლემა უკვე მოგვარებულია და ანგარიშები მალე აღდგება” – აცხადებს კომპანია.

სოციალური ქსელის ტექნიკური ჯგუფიც აქვეყნებს “თვითს”, სადაც ნათქვამია, რომ წუხან მომხდარის გამო.

 

ამბავი სიმონეს საცხობში აყვანით იწყება! ჯაჭვური რეაქცია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების დასაქმებაზე

დაწინაურების ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რამდენად ეფექტურად შეგიძლიათ გუნდის წევრებთან ურთიერთობა