in

Twix განახლებულ ვიზუალურ იდენტობას რეკლამით გვაცნობს

მსოფლიოში ერთ-ერთი საყვარელი შოკოლადის ბრენდია, მაგრამ მონაცემები გვეუბნება, რომ ეს სიყვარული გაყიდვის მაჩვენებლებში არ გამოიხატება — ბრენდის ახალი პლატფორმით სწორედ ამის შეცვლა დაისახეს მიზნად. პირველი ტვიქსზე კი ორი ხრაშუნა შოკოლადის ორცხობილა გვახსენდება, მაგრამ უკეთესი გზა იყო საპოვნელი აუდიტორიასთან დასაკავშირებლად და კულტურულ საუბრებში ჩასართავად. გამოსავალი კი, როგორც ჩანს, მთელი ამ ხნის მანძილზე ჩვენ თვალწინ იყო, მარტივადაც ჟღერს: Two is More Than One და სწორედ ეს იქცა ახალი კამპანიის მთავარ თემად.

BOG

მარსში ჩვენი გუნდები ყოველდღიურად მუშაობენ საკულტო ბრენდების შესაქმნელად, რომლებიც მომხმარებელთა ფართო სპექტრისა და კონტექსტისთვის რეზონანსული იქნება. მიღებული ინსაითები გვეუბნება, რომ ჩვენი მომხმარებლები მაქსიმალისტური ცხოვრებისკენ მიიწევენ, ამიტომაც ტვიქსის პლატფორმა ხელახლა წარმოვიდგინეთ…, — ამბობს რანკინ კაროლი, Mars Snacking-იდან.

ტვიქსის ორი ფილა ორმაგ სიამოვნებად თარგმნეს და შეგვახსენეს, რომ ბრენდი ცხოვრებაში თავისი უნიკალური დიზაინით იდეალურ არჩევანს გვთავაზობს.

და თუ რას ნიშნავს ზუსტად ორის ცნება ტვიქსისთვის, ამას ნოსტალგიური ფილმის კადრებით გვაცნობენ, რომლის უკანაც განახლებული ვიზუალური იდენტობაც იმალება:

კამპანიაზე Adam&EveDDB-ის შემოქმედებითმა სააგენტომ იმუშავა. 

საქართველოს უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებული ამერიკული სამედიცინო ლიცენზიით და რეზიდენტურა ბრუკდეილში

ქართველი ჯუდოკების 9 მედალი თბილისის გრანდ სლემზე – საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია