in

2 კრიზისი, 2 სიმდიდრე – როგორ ცვლის სოციალური გარდაქმნები ჩვენს სურვილებს?

Photo Credit: Pawel Szvmanski

2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურმა და COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისებმა (სხვაობა მათ შორის, დაახლოებით, 12 წელია) მთლიანად შეცვალა მომხმარებლის ქცევა და მათ აბსოლუტურად განსხვავებული მისწრაფებები თუ მიზნები გაუჩინა. ასევე – ძალიან დიდი გავლენა იქონია ძვირადღირებული ნივთებისა და ფუფუნების საგნების მოთხოვნაზე, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მდიდრული ცხოვრების მოთხოვნილებაზე.  საზოგადოება, ძველ ჩვევებზე უარს, ,როგორც წესი, სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურული გარდაქმნების შედეგად ამბობს. პარალელურად, ამ ცვლილებების გამო, იძულებულია, ახალ ეკონომიკურ და სოციალურ პირობებს მოერგოს. რაც უფრო ძლიერია კრიზისი, მით მეტად იცვლება ხალხის ცხოვრების წესი. მაგრამ როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, საპირისპირო ტენდენციაა, როცა საქმე ძვირადღირებულ ბარებსა და ძვირფას კრისტალებს ეხება. ფუფუნება და ე.წ. მდიდრული ცხოვრება ახალ ფორმებს, ინდივიდუალიზმს იძენს. ეს ფენომენი რომ ამოვხსნათ, მოდით, გადავხედოთ წარსულს და ვნახოთ, ისტორიულად, როგორი იყო ეს მეტამორფოზა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

სიმდიდრისა და ფუფუნების აღქმა სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვანაირია 

მდიდრული ცხოვრება და ფუფუნება თავისი დროის პროდუქტია ეს მარადიული კონცეფციაა, რომელიც ცივილიზაციის საწყისებიდან არსებობს ყველა საზოგადოებაში, მთელს სამყაროში. თუმცა, განსხვავებულია მისი აღქმა და მატერიალიზაცია დროის, სოციალური ჯგუფებისა თუ ადგილის მიხედვით. მაგალითად, რაც 1950-იანი წლების დიასახლისისთვის ფუფუნებად და კარგ ცხოვრებად ითვლებოდა, დღეს არაფერს ნიშნავს „სილიკონ ველიზე“ მცხოვრები პროგრამისტისთვის. ეს ლოგიკურიცაა. იგივე მოცემულობა გვქონდა და გვაქვს 2008 წლისა და COVID-ის კრიზისების შემთხვევაშიც, მეტიც, ესთეტიკური გამოწვევები ჩვენს სამომხმარებლო ქცევასა და მატერიალურ კულტურაზე აისახა.

სიხარბე, როგორც საწყისი 

საყოფაცხოვრებო კრიზისი ეპიცენტრში ყოველთვის სიხარბე იდგა და ზუსტად აქედან წარმოიშობოდა სრულიად ახალი, მთელი რიგი სიკეთეები. ამ მოცემულობას თავისი სოციალური დატვირთვა აქვს. George Washington University-ს პროფესორი, საერთაშორისო ეკონომიკის ექსპერტი სტივ სურენოვიჩი ამბობს, რომ ფინანსური ინსტიტუციების მენეჯერების სიხარბემ წარმოშვა მარტივი კრედიტები მცირე პირველადი შენატანით, ან საერთოდ მის გარეშე. სიხარბე იყო მიზეზი, როცა ადამიანებმა ისეთი სახლების ყიდვა დაიწყეს, წესით, საკუთარი თავისთვის ამის უფლება რომ ვერ უნდა მიეცათ. სიხარბის გამო გაჩნდა „უოლ სტრიტზე“ ისეთი ფინანსური ინსტრუმენტები, როგორიც მაგალითად, იპოთეკის დასაზღვევად ფასიანი ქაღალდები და კრედიტის დეფოლტის თავიდან ასაცილებლად სავალუტო ოპერაციებია.  საკუთარი სიხარბის გამო დაიწყეს მომხმარებლებმა საკრედიტო ბარათებით ნებისმიერი რამის ყიდვა. არა და შეეძლოთ, ცოტა ხანს მოეთმინათ, ჯერ თანხა შეეგროვებინათ და მერე შეეძინათ სასურველი ნივთი. კომპანიების სიხარბემ გააჩინა იაფფასიანი უცხოელი მუშა ხელი, რომ დამქირავებელს, ადგილობრივებისთვის უფრო მაღალი ანაზღაურება არ მიეცა.

გლობალურ კრიზისებს ბევრი გამომწვევი მიზეზი ჰქონდა. შედეგად კი მასებმა საკუთარი საცხოვრებელი, საარსებო წყარო და მომავალი დაკარგეს. მაგრამ ფუფუნებისადმი ლტოლვა ადამიანების შემადგენელი ნაწილია. ამიტომ, ამ კრიზისებსა და არეულობაში ის კი არ გაქრა, უბრალოდ, ფორმა შეიცვალა. განსხვავებულობაზე მოთხოვნა იმ მედიუმად, საშუალებად იქცა, რაც სხვა ადამიანებს შეიძლებოდა, სასარგებლო მოვლენად თუ ფაქტად განეხილათ. იმის ნაცვლად, რომ ფინანსური კაპიტალის დემონსტრირება მოეხდინათ, ვალუტა სოციალურ მგრძნობელობად, კულტურულ იმერსიად, სიჯანსაღედ იქცა, ანუ იმ ცნებებად, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომად გვეჩვენება. სიმდიდრე და ფუფუნება კიდევ ერთხელ გახდა სოციალური ვიზუალიზაციის ფუნდამენტური მახასიათებელი.

საერთო აგონია  COVID-19-ის შემთხვევაში, ეს კრიზისი არც რომელიმე ჯგუფის და არც სოციალური კონსტრუქციის ბრალი არ ყოფილა. ადამიანების გარდაცვალებამ, მსოფლიო ეკონომიკის კრახით გამოწვეულმა რღვევამ და იზოლაციამ ყველა ჩვენგანზე დიდი გავლენა მოახდინა. ამის გამო, ყველა ერთნაირად ვიტანჯებით.

სოციალურ ქსელებში, „ზაზუნას დღისადმი“ (მითის თანახმად, თუ ზაზუნას, სოროდან გამოსვლისას მოღრუბლული ამინდი დახვდა, გაზაფხული ადრე დადგება, მაგრამ თუ მზიანია, ზაზუნა თავის ჩრდილს დაინახავს და ისევ სოროში შეძვრება, ზამთარი კი ექვსი კვირა გაგრძელდება) მიძღვნილი შარჟები ყველაზე უკეთ გამოხატავს, როგორ ვიკლავთ თავს, რომ ამ ყველაფერს თავი დავაღწიოთ.

აქვე, არსებობს საერთო ტკივილის საერთო განცდა, რომელიც იწვევს Danse Macabre-ს (სიკვდილის ცეკვა, შუასაუკუნეების ალეგორია, რომელიც როგორც ცნება, შავი ჭირის შემდეგ გაჩნდა) ამ კონცეფციით, ჩონჩხები, ცოცხალ ადამიანებს საფლავებისკენ მიუძღვებიან და ასე ვალსის ცეკვით ადგანან უკანასკნელ გზას, მათი ასაკის, სტატუსის, თუ სქესის მიუხედავად. სიკვდილი ყველას აერთიანებს, გარდაუვალია, თანაც – ზარ-ზეიმისა და გამყოფი ძალის დემონსტრირებით. ანუ მიწიერი სიამოვნებებისკენ ლტოლვა, შეიძლება განვიხილოთ როგორც გამძვინვარებული მცდელობა, მივიღოთ ის, რაც დაგვრჩა, დასასრულთან მიახლოებულებს.

ასე, რომ დიახ! Carpe Diem (ლათ), ანუ დაიჭირე წამი! დატკბი უკანასკნელი მომენტით, სანამ შეგიძლია.

ჩვენი საუბრის დასაწყისს რომ დავუბრუნდეთ, ისეთი ურთულესი პირობებიც კი, როგორშიც მაგალითად, ახლა მთელი მსოფლიო იმყოფება, ხშირად, ადამიანური კეთილდღეობის, სიმდიდრისა და ფუფუნების ლტოლვა გვიჩნდება.



პანდემიის პერიოდში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების საერთო ქონება $5 ტრილიონით გაიზარდა!

„სპორტმშენი“ გრძელდება – შექმენი შენი სპორტი და მიიღე მონაწილეობა ისტორიულ ჩემპიონატში