in

„მართლა არავინ გვეხმარება!“ ჯუბასა და ანოს ჰუდების ონლაინ მაღაზია – TwoSix

Startauperi
Startauperi

სკოლის მოსწავლეებმა, ანო ჭარელიშვილმა და ჯუბა პატიაშვილმა გუდაურისა და სრიალის სიყვარულის გამო დაიწყეს ჰუდების წარმოება. ბიზნეს გეგმა თვითონვე შეიმუშავეს, ფინანსებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე მშობლებთან გაიარეს კონსულტაცია და 26 ოქტომბერს, TwoSix  – ონლაინ მაღაზია შემოგვთავაზეს. ანო მე-10 კლასშია და გივი ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში სწავლობს. ჰუმანიტარული საგნები უფრო მოსწონს და სწავლის გაგრძელება უნდა ისეთ ფაკულტეტზე, შემდეგ რომ საზოგადოებისთვის კარგი რაღაცების გაკეთება შეძლოს, მაგალითად, პოლიტიკურ მეცნიერებებზე. რაც შეეხება ჯუბას, რომელიც წელს ამთავრებს ბრიტანულ-ქართულ აკადემიას, უფრო მეტად, ტექნიკური მიმართულებით არის განვითარებული, სწავლის გაგრძელებას კი ამერიკაში, ჰოპკინსის უნივერსიტეტში გეგმავს.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია 2 თვეც კი არ არის, რაც ბაზარზე გამოჩნდა, ამასთან მის განვითარებაზე ჯერ კიდევ არასრულწლოვნები ზრუნავენ, TwoSix-მა მოახერხა და საბავშვო ევროვიზიის სპონსორი გახდა. „არ გვინდოდა, ვინმე დაგვხმარებოდა. მშობლები დაგვჭირდნენ, ხელი რომ მოეწერათ დოკუმენტზე, რომლის საშუალებითაც, გვექნებოდა შესაძლებლობა, ბავშვებს დაგვეარსებინა კომპანია. სექტემბრის დასაწყისში დავიწყეთ მუშაობა ლოგოზე, დიზაინზე, შპს-ზე, ბუღალტერიაზე, ბევრი პატარა საქმე იყო, ჰუდების შეკერვასაც ხომ დრო უნდოდა?!“ – მარკეტერი ანო ჭარელიშვილს ესაუბრა:

M: რას ნიშნავს სახელი TwoSix, როგორ შეარჩიეთ და ვინ არის ვილიამი, რომლის შესახებაც კომპანიის ფეისბუკგვერდზე აქტიურად საუბრობთ? 
TwoSix – ანუ 26, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვია, თუმცა, რას ნიშნავს, არავის ვეუბნებით, არც მშობლებს. თუმცა, იმის გამო, რომ ბევრი დაინტერესდა სახელის მნიშვნელობით, გადავწყვიტეთ, ნელ-ნელა გამოვააშკარაოთ, რატომ TwoSix და ჩვენს პოსტებსა და ფეისბუკზე აქტიურობას თვალ-ყურს თუ ადევნებთ, შეიძლება მიხვდეთ კიდევაც. ვილიამი არის ჩვენი პერსონაჟი, რომელიც ჩვენს კლიენტებს, ჩვენს გულშემატკივრებს ბიძგს აძლევს, რომ გახდნენ უკეთესები. ვილიამს ყველაფერი შეუძლია, ყველაფერი გამოსდის. იდეა, რომ ასეთი პერსონაჟი გვყოლოდა, ავიღეთ იუთუბერი, ლოგან პოლისგან.

ვინც იყიდის ჩვენს ჰუდს, მას ვილიამის წინასწარმეტყველება, მოტივაციის მიმცემი ტექსტი მოჰყვება თან: #მოუსმინევილიამს #იპოვნეშენშივილიამი და #სხვანაირადშეხედესამყაროს.M: როგორ იქმნება თქვენი პროდუქცია? რას შეადგენს ღირებულება და სად შეიძლება მათი შეძენა?
ჩვენი ჰუდები 100%-ით საქართველოშია დამზადებული: ვარჩევთ ნაჭერს, ფერებს, სტრუქტურას და ისე ვყიდულობთ, რომელიც შემდეგ იკერება პარტნიორ სამკერვალოსთან. პრინტიანი ჰუდების შემთხვევაში, ილუსტრატორში ჯაბა მუშაობს, შემდეგ პრინტის კომპანიაში მიგვაქვს და ბეჭდავენ. დაუპრინტავი ჰუდის ღირებულებაა 76ლარი, ხოლო დაპრინტულის – 86. შეკვეთებს კი ონლაინ მაღაზიიდან ვიღებთ. ფოსტასთან ვთანამშრომლობთ, რომელსაც ნებისმიერ ადგილას მიაქვს, დამატებით, 4 ლარად. პარკის ნაცვლად გვაქვს ნაჭრის ჩანთები.M: რას გულისხმობს GIVING BACK და კოლაბორაცია დიზაინერებთან?
Giving Back არის კომპანიის საქველმოქმედო საქმიანობა, რაც გულისხმობს, რომ თუ ჩვენს მყიდველს უნდა კეთილ საქმეში წვლილის შეტანა, ის დამატებით იხდის 10 ლარს და ამდენივეს ვამატებთ ჩვენც. ანუ, თითოეული მყიდველის 10 ლარიდან, ჯამში 20 ხმარდება ქველმოქმედებას. ამჟამად, ვეხმარებით ერთ გოგოს, რომელსაც აქვს კიბო და უღალატა ორგანოებმა.
გვაქვს კოლაბორცია სხვადასხვა დიზაინერთან, მაგალითად, M27, Anno K. და GEORGE IASHVILI, რომელთა ნამუშევრებიც იბეჭდება ჩვენს ჰუდზე. ჩვენთან კოლაბორაცია ერთს უკვე გამოადგა საკუთარი CV-სთვის და გვიხარია, რომ ჩვენი დახმარებით, ადამიანები საკუთარ თავში ვილიამს პოულობენ.

M: რას გეგმავს TwoSix სამომავლოდ?
საგაზაფხულოდ, გვექნება თხელი ჰუდები. ამასთან ერთად, სხვა აქსესუარებსაც შემოვიტანთ: ბაფი, თერმული მაისურები, პატარა, წელზე შემოსახვევი ჩანთები და ა.შ.

ბაზარზე ღამის თეთრეულის ახალი ქართული ბრენდი „ნინეა“ გამოჩნდა

რატომ უნდა მოიქცნენ ბავშვები წლის განმავლობაში კარგად? – K-Citymarket-ის ვიდეორგოლი