in ,

“ტყავის უკან” – ცხოველთა დამცველების საზარელი ექსპერიმენტი

უფლებადამცველები დიდი ხანია ებრძვიან მოდურ ინდუსტრიაში ცხოველის ტყავის გამოყენებას, თუმცა, მათ აგიტაციებს მომხმარებელში ინტერესის განსაკუთრებული კლება არ გამოუწვევია. ეგზოტიკურ ტყავს კვლავაც ძალიან ბევრი მოყვარული ჰყავს, ვისაც ავიწყდება, რომ ამ ლამაზად შეფუთულ ნივთს ცოცხალი ორგანიზმის სიცოცხლე შეეწირა.

სწორედ, ამასთან დაკავშირებით მოაწყო ექსპერიმენტი, სახელწოდებით “ტყავის უკან” (Behind The Leather), ცხოველთა დამცველმა ორგანიზაცია PETA-მ, სააგენტო Ogilvy & Mather Advertising Bangkok-თან ერთად.

სპეციალურად ექსპერიმენტისთვის, მათ გახსნეს მაღაზია ბანგკოკის ერთერთ პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრში და დახლზე ჩვეულებრივი მაღალხარისხიანი ტყავის პროდუქცია განათავსეს. თუმცა, იქ შესულ მომხმარებელს ალბათ აზრადაც არ მოსვლია, რომ ცოტა ხანში horor story-ს მონაწილე გახდებოდა.

 

 

გა-Syoss-დი! – მხიარული აქცია Syoss-ისგან

ჯანმრთელი ტვინის შენარჩუნების 7 ყოველდღიური წესი – Inc