in ,

რა ბედი ელით მიტოვებულ ცხოველებს? ტყეში ნაპოვნი საყვარელი ლეკვის ისტორია

BOG
BOG

წარმოიდგინეთ, რა გულისამაჩუყებელია ისტორია, სადაც ტყეში მოსეირნე მამაკაცი მოულოდნელად ხეზე მიბმულ პატარა, საყვარელ, მიტოვებულ ლეკვს პოულობს და სახლში შვილთან მიჰყავს, შემდეგ მთელი ოჯახი ზრუნავს მასზე და უქმნის მოსიყვარულე, თბილ გარემოს. თუმცა, სამწუხაროდ, მსგავსი ისტორიები ძალიან იშვიათად ხდება, ძირითადად, ყველაფერი პირიქით არის ხოლმე. სწორედ ამას გვიყვება მიტოვებულ ცხოველებზე მზრუნველი ორგანიზაცია 30 Millions D’amis FOundation სააგენტო Buzzman-ის მიერ შექმნილ ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში. ამ ორგანიზაციას კიდევ ერთი, მსგავსი ემოციური და ეფექტური ვიდეო ეკუთვნის, რომელიც 2016 წელს შეიქმნა. წინა წლის რგოლმა, სულ რამდენიმე დღეში, ნახვების რეკორდული მაჩვენებელი მოხსნა და საფრანგეთში Youtube-ის ყველაზე პოპულარულ ვიდეოებში მეოთხე ადგილი დაიკავა. სავარაუდოდ, წარმატება ელის ახალ ნამუშევარსაც, რომელიც არანაკლებ ემოციური და თბილია. რა თქმა უნდა, ასეთი რგოლები ძალიან კარგია, თუმცა ის მხოლოდ ერთხელ სანახავად არ არის შექმნილი, მთავარი ის შედეგია, რაც უკვე უშუალოდ საზოგადოებაზეა დამოკიდებული.

BOG
BOG

 

ქართული სერიალი „აისი“, როგორც ექსპერიმენტული საკომუნიკაციო კამპანია

უსასრულო თავბრუდამხვევი რომანტიკა AT&T-ის ვიდეორგოლში