27
Jun
2019

გააწანი სილა პუტინს, ახლავე!

27 Jun 2019

ეს ძალიან მარტივია, უბრალოდ, გადადი ბმულზე და გააწანი სილა პუტინს. ამ მომენტისთვის, ონლაინ აპლიკაციით ვებგვერდზე Summerin.ge, უკვე 1.5 მილიონჯერ გააწნეს სილა რუსეთის პრეზიდენტს. ონლაინ პლატფორმა მომზადდა კამპანიის #spendyoursummeringeorgia ფარგლებში. კამპანია მოუწოდებს ქართველებსაც და უცხოელებსაც, გაატარონ თავიანთი ზაფხული საქართველოში. სოლიდარობის ნიშნად, პუტინს სილა უკვე გააწნეს როგორც საქართველოდან, ისე თურქეთიდან, უკრაინიდან, ესტონეთიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან და იაპონიიდან.

“ძვირფასო მეგობრებო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით,

ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ ჩვენი ქვეყნის 80%. საქართველოს ყოველი სასტუმრო, ჰოსტელი, თუ გესთჰაუსი მზადაა გიმასპინძლოთ. რუსეთის მხრიდან ბოლოდროინდელი ქმედებების ფონზე, წელს, ბევრი თავისუფალი ადგილი გვექნება თქვენთვის. შემოგვიერთდით. დაე, საქართველო იყოს თქვენით ოკუპირებული – საუკეთესო სტუმრებით მთელი მსოფლიოდან.

დანარჩენი 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. სამწუხაროდ, იქ ჯერ ვერ გიმასპინძლებთ,” – ნათქვამია ვებგვერდის აღწერაში.

პლატფორმის შექმნაზე Lemondo-ს გუნდმა იმუშავა, ტექსტზე – გიგა კერკაძემ და დავიდ ბირმანმა.

არ მოდუნდეთ, შემოულაწუნეთ პუტინს და შემოულაწუნეთ ახლავე!

განხილვა