in

ნახეთ: ბუნებასთან დაბრუნების მცდელობა ტაილერ მიტჩელის ფოტოგრაფიაში

ხელოვანთა ტიპური ნარატივის საწინააღმდეგოდ, ტაილერ მიტჩელის ოჯახში არტისტები არ ყოფილან. „ჩემს ოჯახში არავინ ქმნიდა ხელოვნებას ან რაიმე შემოქმედებითს. ყველაფერი საკმაოდ პრაქტიკული იყო“, — აღნიშნავს ფოტოგრაფი.

თუმცა ამერიკის სამხრეთით, ძირითადად თეთრკანიან მხარეში გაზრდამ, მასში საკუთარ სიშავესა და გარე სამყაროსთან ურთიერთობაზე არსებული კავშირზე რაღაც შემოქმედებითი იდეები გააჩინა. ეს არის თემა, რომელიც მიტჩელმა მთელი პრაქტიკის მანძილზე განავითარა — წარმოადგინა შავი სილამაზის, სურვილისა და მიკუთვნებულობის უტოპიური ხედვა.

27 წლის ფოტოგრაფი და კინორეჟისორი გლობალურ სცენაზე 2018 წლის Vogue-ის ბიონსეს გადაღების წყალობით გავიდა. ჟურნალის 125-წლიან ისტორიაში, ის მიტჩელი გახდა პირველი შავკანიანი ფოტოგრაფი, რომელიც გარეკანზე მოხვდა. მას შემდეგ მუშაობდა ინოვაციურ გამოფენებზე, მთავარ კომერციულ კომისიებზე და სადებიუტო მონოგრაფიის გამოშვებაზე. უახლეს პროექტში კი თავის ფესვებს უბრუნდება…

შოუ, სახელწოდებით “Chrysalis”, ვიზუალურად ასახავს შავკანიანთა ცხოვრების ისტორიას ამერიკის სამხრეთში. გამოსახულებები ფოკუსირებულია შავ ფიგურებზე და პეიზაჟებზე, როგორც წესი, დადგმულ და ირეალურ გარემოში. ასევე, ტაილერი დედამიწას, წყალს და ცას, რომლებიც ჩნდება როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური ფორმით, სიმბოლოებად მთელ სერიაში. ერთ სურათზე ქალი პოზირებს მოხატული წყნარი ბაღის ფონზე, რომელიც გარშემორტყმულია თეთრი პალისადების ძლივს შესამჩნევი კედლით, მეორეზე კი ბინძური ნაკვალევის მკრთალი ნარჩენები ჩანს.

„კუმულაციურად, ეს მომენტები წარმოსახვითი გონებრივი მდგომარეობის ნაყოფი ხდება. ის, რომელშიც არის ბზინვარება, წინააღმდეგობა, თავშეკავება, კომფორტი და სრული ადამიანის თავისუფლება“, — განმარტავს მიტჩელი.

„როგორ ვავითარებ თანამშრომელს?“ – საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტმა ახალი პროექტი წამოიწყო

Pinterest-ისა და Headspace-ის თანამშრომლობა ხელოვანების მენტალურ ჯანმრთელობას უჭერს მხარს