როდესაც WordPress-ს იყენებთ, გეძლევათ არჩევანის გამოქვეყნების საშუალება, თუ რა ფორმის „პოსტი“ ან „გვერდი“ განათავსოთ. პოსტები იზრდება თქვენს ბლოგზე, ხოლო „გვერდები“ არის სტატიკური გვერდები, რომლებიც შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ თქვენს ბლოგთან მიმაგრების გარეშე. ამ სტატიაში განვიხილავთ გვერდების ტიპებს, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ ProBlogger-ზე.
აღწერის გვერდი
WP-ზე დაღწერის გვერდი ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადია. მისი არსებობა აუცილებელია, რადგან ეს თქვენს ბლოგზე ახალ მკითხველებს აწვდის ინფორმაციას იმაზე, თუ ვინ ხართ და რატომ უნდა გამოიწერონ თქვენი ბლოგი. ეს ის გვერდია, რომელზეც შევდივართ ყოველ ჯერზე, როცა ახალ ბლოგს ვხვდებით – ხოლო მისი არარსებობა მნიშვნელოვნად ამცირებს გამოწერის შანსს.
საკონტაქტო
თუკი რაიმე ტიპის პროდუქტს ან მომსახურებას ყიდით, აუცილებლად უნდა შექმნათ კომუნიკაციის საშუალება. კონტაქტის გვერდი თქვენს მკითხველს აწვდის ინფორმაციას, თუ სად და როგორ დაგიკავშირდნენ.
პრესა
ესაა გვერდი, სადაც თავმოყრილია ის მედიაგაშუქება, რომელიც ეხება უშუალოდ ბლოგს, მის თემატიკას, ბლოგერს. პრესის გვერდი მკითხველისთვის აადვილებს ინფორმაციის მოპოვებას, თუ სად და როგორ დაწერილა მედიაში ამ კონკრეტული ბლოგის/ბლოგერის შესახებ.
„დისქლეიმერი“
ბლოგის წარმოებისას, მკითხველის გაფრთხილებისთვის ხშირად იყენებენ გვერდის ამ ტიპს, რათა გააფრთხილონ ზოგიერთი ვარაუდის შესახებ.
ხშირად დასმული კითხვები
ესაა სტანდარტული ჩამონათვალი იმ კითხვებზე პასუხისა, რომლებსაც მომხმარებლები ყველაზე ხშირად სვამენ. ამრიგად, ერთიანად უყრით საჭირო ინფორმაციას თავს და აღარ გიწევთ სათითაოდ პასუხის გაცემა, ერთი და იმავე კითხვებზე.
გამოწერის გვერდი
ესაა გვერდი, რომელიც ითვალისწინებს ბლოგის გამომწერების შეგროვებას, პირობების გაცნობას და ა.შ.
კომერციული მომსახურების გვერდი
ამ გვერდის საშუალებით, აცნობთ პროდუქტსა და მომსახურებას, რომელიც გვერდის გამომწერებისთვის, მკითხველებისთვის ან სხვებისთვისაა ხელმისაწვდომი. სურვილისამებრ, მიუთითებთ პირობებს, აღწერებს, ფასებს და ა.შ.
სერიების გვერდი
თუკი გაქვთ თემატური პოსტები, შეგიძლიათ ისინი ერთად განათავსოთ, სერიის სახით და ასე თავმოყრილი დაათვალიერებინოთ მკითხველებს.
აფილირებული გვერდები გაყიდვებისთვის
თუკი თანამშრომლობთ რომელიმე კომპანიასთან და მისი პროდუქტის/მომსახურების შეთავაზების სანაცვლოდ, საკომისიო ანაზღაურებას იღებთ, შეგიძლიათ აფილირებული მარკეტინგის გვერდები გამოიყენოთ ამისათვის.
ლენდინგ გვერდი
შეთავაზებისა და გაყიდვებისათვის, ლენდინგ გვერდი მოსახერხებელი ინსტრუმენტია. ის მოიცავს სრულ ინფორმაციასა და შესყიდვის საშუალებას იძლევა.
არქივი
ეს განყოფილება ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ქრონოლოგიის საჩვენებლადაა მოსახერხებელი. მისი საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია დროის მიხედვით ეძებოს მასალა.
რესურსები
ბლოგზე შეგიძლიათ იქონიოთ რესურსების განყოფილებაც. ეს შეიძლება იყოს დამატებითი ალბომი, ვიდეოები, შემეცნებითი მასალები, ლიტერატურა. რესურსები შეიძლება იყოს ფასიანი ან უფასო, შეხედულებისამებრ.
წყარო: problogger