in

როგორ განვიტვირთოთ მორალურად სამსახურის შემდეგ?

ხშირად ისე გვესმის, რომ განტვირთვა და დასვენება არმუშაობას ნიშნავს, თუმცა კი, ეს, რეალურად, ასე არ არის. განტვირთვა არამხოლოდ სამუშაოსგან დისტანცირებას, არამედ სხვადასხვანაირ მიდგომას საჭიროებს. რაც უფრო კარგად ვახერხებთ რელაქსაციას, მით უფრო ენერგიულები ვუბრუნდებით შემდეგ დღეს სამუშაოს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

განტვირთვა, რომელიც სამუშაო დღის შემდეგ გვჭირდება უნდა მოიცავდეს სამ ელემენტს:

  • გონების განტვირთვა
  • სხეულის განტვირთვა
  • მოლოდინების განტვირთვა

გიჟურ და რუტინულ დღეებში რთულია, სამივე მოვახერხოთ, თუმცა კი, ამის მოხერხების შემთხვევაში შედეგი საკმაოდ დიდია ხოლმე.

რა უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში?

სამუშაო დღის შემდეგ გონებაში ყველა “ღია ფანჯარა” უნდა დავხუროთ

ზოგადად, ძალიან ძნელია ხოლმე ჩვენს ვალდებულებებს გავექცეთ და აბსოლუტური მორალური დისტანცია დავიჭიროთ ჩვენი საქმისგან, მაგრამ თუკი ამას ცოტათი მაინც ვერ მოვახერხებთ, ვერ განვიტვირთებით. ყოველ საღამოს საკუთარი თავი მიაჩვიეთ, რომ ყველა ვალდებულებაზე, გაუგზავნელ მეილსა თუ მომავალი დღის შეხვედრაზე ფიქრი ცოტა ხნით გვერდზე გადადოთ და თავს “სამუშაოს გარეთ” ცხოვრება აცალოთ.

შეცვალეთ პოზა

ძირითად შემთხვევაში, სამუშაოზე ყოფნა მჯდომარე პოზიციაში გვიწევს. ის, რომ 8 საათზე მეტს ამგვარ ვითარებაში ვატარებთ, მკაფიოდ მოქმედებს ჩვენს სხეულზე. გარდა ამისა, მუდმივად ეკრანის ყურება ასევე ცუდად მოქმედებს ჩვენს მხედველობაზეც. იმისთვის, რომ განიტვირთოთ, საჭიროა, ეს პოზა შეცვალოთ. ამაში ვგულისხმობთ როგორც ფიზიკურ აქტივობას, ისე – სუნთქვით თუ თვალების ვარჯიშებსაც. უფრო დეტალურად კი:

აკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები – დაჯექით კომფორტულ ადილას, დახუჭეთ თვალები, ორი წამის განმავლობაში შეისუნთქეთ ცხვირით, დააყოვნეთ სუნთქვა 1 წამი, შემდეგ კი 4 წამის განმავლობაში გამოუშვით ჰაერი პირით. გაიმეორეთ რამდენჯერმე.

განტვირთეთ თქვენი კუნთები – გააკეთეთ სხეულის გაწელვები. ჯერ კუნთების ერთი ჯგუფისკენ (მაგ: ხელები) მიმართეთ ფოკუსი, შემდეგ მეორისკენ და ა.შ დააკვირდით განსხვავებას, თუ როგორ გრძნობდით თავს მანამდე და როგორ გრძნობთ ახლა.

აკეთეთ თვალის ვარჯიშები, რათა არ გამოგიშრეთ ისინი – ეს არის 20-20-20 ტექნიკა და ის გულისხმობს შემდეგს: ყოველ 20 წუთში, 20 ნაბიჯის სიგრძეზე 20 წამის განმავლობაში დააკვირდით რაიმე საგანს. გაიმეორეთ ეს სავარჯიშო დღეში რამდენჯერმე.

სცადეთ მედიტაცია – მედიტაციის მრავალი ტიპი შექმნილია იმისთვის, რომ დაგეხმაროთ, მოდუნდეთ და თქვენი ენერგიის კონცენტრირება მოახდინოთ სხეულსა და სუნთქვაზე.

და ბოლოს, გაატარეთ დრო ბუნებაში

გასეირნება მშვენიერი გზაა ქაოსური დღის შემდეგ თქვენი გონების და სხეულის დასამშვიდებლად. მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, ვინც უფრო მეტ სუფთა ჰაერს სუნთქავენ, ნაკლებად იღლებიან გონებრივად და ღამითაც უკეთ სძინავთ.

წყარო: Fast Company



„ჯეპრა“ და კალიგრაფი დავით მაისურაძე ზვიად გამსახურდიას ხელნაწერ შრიფტს ქმნიან

როგორ გვინერგავს “Deepfake” ცრუ მოგონებებს გონებაში?