in

ორთოგრაფიული შეცდომა ავსტრალიურ 50 დოლარიანზე 

ავსტრალიის სარეზერვო ბანკმა (RBA) 50 დოლარიანი რომ განაახლა (2018 წელი), ამტკიცებდა, ახალი ბანკნოტი, ვიზუალურად უფრო აღქმადი და რთული გასაყალბებელი იქნებაო. ფული გამორჩეული ნამდვილად გამოვიდა. ოღონდ არა განსაკუთრებული დიზაინის ან დამცავი ტექნოლოგიის, არამედ ორთოგრაფიული შეცდომის გამო.

bog
bog-mob

 

გამოცემა Reuters წერს, რომ ბანკნოტზე სიტყვას “Responsibility”(პასუხისმგებლობა) ერთი i აკლია და წერია “Responsibilty”. ოფიციალური ინფორმაციით, მიმოქცევაში, 46 მილიონის ღირებულების ასეთი 50 დოლარიანები გამოვიდა.

როგორც RBA-ს წარმომადგენელმა განაცხადა, შეცდომას მომდევნო პარტიის ბეჭდვისას გაასწორებენ. რაც შეეხება ახლანდელ ბანკნოტებს, არასწორად დაწერილი სიტყვა „მათ ვალიდურობაზე გავლენას არ მოახდენს”.

ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი სოციალური ქსელი, სადაც არავის გამოწერა/დამეგობრება არ გჭირდებათ

ცალი ხელით შვილის ჭერა და მეორეთი მზარეულობა მოსულა!