in

ტიპოგრაფიის 4 ტრენდი, რომელიც 2020 წელს უნდა გაითვალისწინოთ

თუკი Youtube-ის ერთ-ერთ პოპულარულ მომხმარებელს, ტომ სატორის დავუჯერებთ, 2020 წელს ტიპოგრაფიის მიმართულებით აქტიურად უნდა ველოდოთ ინოვაციებსა და მოდერნიზაციას, რაც ახალი ათწლეულისთვის იქნება დამახასიათებელი. ტომ სატორი ათ წელზე მეტია, რაც გრაფიკული დიზაინითაა დაკავებული და ამჯერად, 2020 წლის ტრენდებზე გვესაუბრება.

 

 

დიდი და მსხვილი ფონტები

წელს, მოდური დიდი ზომის სქელი ფონტები იქნება. სატორი გვირჩევს, მივყვეთ ამ ტენდენციას და ეს პრინციპი გამოვიყენოთ დიზაინის შექმნის ამოსავალ წერტილად. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი ფონტით მოკლე ფრაზა გამოხატეთ, რათა დიზაინი არ გადატვირთოთ. ასევე, დიზაინის გასანეიტრალებლად, გამოიყენეთ კონტრასტულად წვრილი ფონტები.

ტიპოგრაფია ფორმების შესაქმნელად

2020-დან დაიწყება ტიპოგრაფიის საშუალებით 2D და 3D ფორმების შექმნა გრაფიკულ დიზაინში. სატორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ფორმა შეესაბამებოდეს დიზაინს და ყურადღება მიაქციოთ დიზაინის სხვა პრინციპებსაც: ბალანსი, ფოკუსი, კონტრასტი…

მაქსი ტიპოგრაფია

ეს ტრენდი 2019 წლიდან დაიწყო. მაქსი ნიშნავს ისეთი მძიმე ტიპოგრაფიის გამოყენებას, რომ ის ზოგჯერ ჩარჩოებს მიღმა გადის და მთლიანად ყურადღების მიპყრობისკენაა მომართული. ამგვარად, შეგიძლიათ შექმნათ ინტრიგა ან მომართოთ ინტერესი.

დიზაინში ნახევრადგამჭვირვალე ტექსტის გამოყენება

ეს მშვენიერი ალტერნატივაა დატვირთული კომპოზიციის შესავსებად. ასეთ დროს, მსხვილი ფონტის გამოყენებაც სავსებით დასაშვებია.

ვიდეოს სატორი გამოკითხვით ასრულებს, რაც მიღებული ცოდნის გავარჯიშებაში დაგეხმარებათ.

Windfor’s უკრაინის ბაზარზე გადის

არაჯანსაღი პერფექციონიზმის მართვა სამუშაო ადგილას – რჩევები მენეჯერებს – მიკა მანჯგალაძე