in

რა გავლენა აქვს “ტყვე” სპილოების სიმსუქნეს მათ ჯანმრთელობაზე?

კვლევისათვის 35 მდედრი და 9 მამრი აზიური სპილო გამოიყენეს

სპილოებს, გარდა ბუნებისა, ვხვდებით ისეთ ადგილებშიც, როგორიცაა მაგალითად, ზოოპარკი – ისინი იქ ცხოვრობენ, ზრდიან, უვლიან და ცხოვრებას გალიაში გამომწყვდეულები ატარებენ. როგორც ჩანს, ეს მათ ჯანმრთელობასა და ფიზიკურ მონაცემებზე ნეგატიურად მოქმედებს. “ტყვე” სპილოების სიცოცხლის ხანგრძლივობა ნაკლებია და შობადობაც გაცილებით დაბალი აქვთ.

ადამიანების პატრონობის ქვეშ მყოფი სპილოები შესაძლოა, მეტს იწონიდნენ და საინტერესოა, რა გავლენა აქვს ამას მათ ჯანმრთელობაზე? 

დანიელა ჩუსიდს, რომელიც სპილოების ფიზიოლოგიას სწავლობს, სურდა სპილოების ცხიმის შემცველობა პირდაპირი გზით გაეზომა. ალაბამის უნივერსიტეტში ყოფნისას მან გადაწყვიტა,  გამოეკვლია, რა მიმართებაა სპილოების ცხიმის ოდენობასა და ჯანმრთელობის ზოგიერთ პრობლემას შორის. “მე დავინტერესდი, თუ რამდენად დაგვეხმარებოდა ადამიანის ჯანმრთელობის კვლევის დროს გამოყენებული მეთოდები, სპილოების შესახებ მეტის გასაგებად” – განმარტა ჩუსიდმა.

ამ კვლევისათვის ჩუსიდმა და მისმა გუნდა 35 მდედრი და 9 მამრი აზიური სპილო გამოიყენეს. თავდაპირველად მათ სპილოებს წყლით გაჟღენთილი პური მიართვეს, რომელიც ბუნებრივ წყალბადის იზოტოპს შეიცავს და გუნდს სპილოების წყლის წონის გაზმვაში დაეხმარებოდა.

უკვე რამდენიმე წელია მეცნიერები ვარაუდობენ, რომ რადგანაც ტყვე სპილოები ჭამენ ძალიან ბევრს და არ ვარჯიშობენ საკმარისად, მათ ხშირ შემთხვევაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სახსრების პრობლემები და მათი რეპროდუქციული ჰორმონების დარღვევები აქვთ, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ამ სახეობის მომავალს. თუმცა კვლევის ფარგლებში მიღებული შედეგები მოლოდინისგან განსხვავდება.

როგორც ჩანს, გალიაში გამოკეტილი სპილოები იმდენივე მანძილს გადიან, რამდენსაც თავისუფალი, ველურ ბუნებაში მყოფი სპილოები – საათში 0.3-დან 2.8 კილომეტრამდე. ხოლო რეპროდუქციული ჰორმონების დარღვევა უფრო მეტად იმ სპილოებს აქვთ, რომლებსაც ცხიმის ნაკლებობა აღენიშნებათ (ასეა არასაკმირისი წონის მქონე ადამიანებშიც). ასევე, როგორც ჩანს, ტყვე სპილოებში, რომლებიც ძალიან ბევრს ჭამენ, მაღალია ინსულინის განვითარების საშიშროება.

ჩატარებული კვლევის მიუხედავად, საჭიროა, უფრო მასშტაბური კვლევის წარმოება – მეტი რაოდენობის სპილოს დახმარებით და უფრო დიდი დიაპაზონის გამოყენებით, რადგან ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რა მოქმედებს ტყვე სპილოების სიცოცხლის ხანმოკლეობასა და შობადობის დაბალ მაჩვენებელზე. სპილოების ჯანმრთელობისა და ნაყოფიერების შენარჩუნების გზის პოვნას მართლაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ამ გადაშენების პირას მყოფი სახეობისთვის – აზიური სპილოებისთვის.

წამყვანი საერთაშორისო გამოცემა “The Banker” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის სტატიას აქვეყნებს

სტარტაპმა Raccoon.World 660 000 ევროს ინვესტიცია მოიზიდა