ტყვიის ტოქსიკურობა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრობლემაა და მისი გავლენა ადამიანის ორგანიზმზეც უარყოფითად მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ და კანადა, ტყვიის გამოყენება გარკვეულწილად კონტროლდება, ის კვლავ აქტიურად გამოიყენება განვითარებად ქვეყნებში. ეს უპირველეს ყოვლისა იმიტომ ხდება, რომ ტყვიას აქვს უნიკალური ფიზიკური და ქიმიური თვისებები, რაც მას შესაფერისს ხდის მრავალი გამოყენებისთვის. ტყვია ძალიან მდგრადია გარემოში და მისი უწყვეტი გამოყენების გამო მისი დონე იზრდება თითქმის ყველა ქვეყანაში, რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
როგორ ხვდება ტყვია ჰაერში
ჰაერში ტყვიის მოხვედრის სხვადასხვა გზა არსებობს. ეს შეიძლება იყოს მადნისა და ლითონების გადამუშავება, თვითმფრინავები, რომლებიც მუშაობენ ტყვიის შემცველი საავიაციო საწვავზე. სხვა წყაროებია ნარჩენების ინსინერატორები, კომუნალური და ტყვიის მჟავა ბატარეების მწარმოებლები. ჰაერში ტყვიის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია ჩვეულებრივ გვხვდება ტყვიის დნობის მახლობლად.
ტყვიის შემცველობა საკვებში
ტყვიამ შეიძლება იმ პროდუქტებშიც შეაღწიოს, რომლებსაც ყოველდღიურად საკვებად ვიყენებთ. გამომდინარე იქიდან, რომ ტყვია მარტივად ვრცელდება გარემოში, ის შეიძლება მოხვდეს ხილში, ბოსტნეულში ან მარცვლეულში. ჩვენ მას ხშირად ვხვდებით საკვებ დანამატებშიც. სამწუხაროდ, ტყვია არ არის ის ნივთიერება, რომელიც უბრალოდ გარეცხვით შორდება ამა თუ იმ საკვებ პროდუქტს.
ტყვია შეიძლება უნებურადაც მოხვდეს ორგანიზმში. მაგალითად, სანტექნიკიდან, რომელიც შეიცავს ტყვიას. ის აბინძურებს წყალს. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ჭურჭელში ვინახავთ ამა თუ იმ საკვებსაც, რადგან ჭურჭლიდან ადვილად აღწევს საკვებში.
ტყვია და ჩვენი ჯანმრთელობა
ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ტყვია მთელ სხეულში ნაწილდება სისხლში და გროვდება ძვლებში. ექსპოზიციის დონის მიხედვით, ტყვიამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნერვულ სისტემაზე, თირკმელების ფუნქციაზე, იმუნურ სისტემაზე, რეპროდუქციულ და განვითარების სისტემებზე და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ტყვიის ზემოქმედება ასევე გავლენას ახდენს სისხლის ჟანგბადის ტარების შესაძლებლობებზე. ტყვიის ეფექტები, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება ამჟამინდელ პოპულაციებში, არის ნევროლოგიური ეფექტები ბავშვებში. ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ტყვიის ზემოქმედების მიმართ, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ქცევის პრობლემებს, სწავლის დეფიციტსა და დაქვეითებულ IQ-ს.
ტყვიის ზემოქმედება ეკოსისტემაზე
ტყვიას გარემოში მდგრადობის შენარჩუნების უნარი აქვს. ის მარტივად ხვდება ნიადაგში ან ჰაერში. ეკოსისტემებში ტყვიის სხვა წყაროებია ნარჩენების ნაკადების პირდაპირი ჩაშვება წყლის ობიექტებში და სამთო მოპოვება. ის შესაძლოა მოხვდეს წყლის ზედაპირებზეც. ეკოსისტემაში შემავალი ტყვიის ძირითადი წყაროა ატმოსფერული ტყვია. ეს არის საავტომობილო გამონაბოლქვი, საღებავის ჩიპები, გამოყენებული საბრძოლო მასალა, სასუქები და პესტიციდები, ტყვიის მჟავა ბატარეები ან სხვა სამრეწველო პროდუქტები. ტყვიის ტრანსპორტირება და განაწილება ძირითადი ემისიის წყაროებიდან, როგორც ფიქსირებული, ისე მობილური, ძირითადად საჰაერო გზით ხდება.
გარემოში ტყვიის მატებამ შეიძლება გამოიწვიოს მცენარეებსა და ცხოველებში ზრდისა და გამრავლების დაქვეითება, ხოლო ხერხემლიანებში ნევროლოგიური ეფექტები. ეს საშუალებას მისცემს სხვა, ტყვიისაადმი უფრო მდგრად პოპულაციებს, მომრავლდნენ, რის შედეგადაც, შეიცვლება ეკოსისტემა. ტყვიის ყველა ატმოსფერული კონცენტრაციის დროს, მცენარეულობასა და ცხოველებზე ტყვიის ზეგავლენამ შეიძლება ხელი შეუშალოს ნორმალურ ბიოქიმიურ პროცესებს.
როგორ უნდა მოვიქცეთ
შეუძლებელია ტყვიის მოცილება ან მთლიანად აღკვეთა სურსათის მარაგში. თუმცა, ტყვიის შემცველი პროდუქტების წარმოებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით პოლიტიკისა და მარეგულირებელი ცვლილებების შედეგად, ბოლო 50 წლის განმავლობაში გარემოს დაბინძურებისგან ტყვიით ზემოქმედების მკვეთრი შემცირება მოხდა.
გარემოს დაცვის სააგენტოების როლი ამ შემთხვევაში ძალიან დიდია. ისინი აკონტროლებენ ტყვიის შემცველობას სხვადასხვა პროდუქტში, ჰაერში და აწვდიან მწარმოებელ ობიექტებს რეგულაციებს. ტყვიით ჰაერის დაბინძურების შემცირებას და კულტურების ტყვიით დაბინძურებას.
რაც შეეხება თავად რიგითი ადამიანების, ყოველი ჩვენგანის ქმედებას ტყვიის წინააღმდეგ. საუკეთესო გზა არის ხელების ხშირი დაბანა, ყველა პროდუქტის საგულდაგულოდ შემოწმება, რომელსაც ვყიდულობთ, სახლში ისეთი ნივთების აღმოფხვრა, რომლებიც შეიცავს ტყვიას. ასევე შეგიძლიათ, ოჯახის ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია და მისი დანიშნულებით, კალციუმის და რკინის მიღება დაიწყოთ. ითვლება, რომ ცხელი წყალი შეიცავს ტყვიის უფრო მაღალ დონეს, ვიდრე ცივი, ამიტომ რეკომენდებულია, რომ საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის უპირატესობა მიენიჭოს ცივ წყალს.
რუბრიკას გარემოს დაცვის შესახებ წარმოგიდგენთ ფარმადეპო.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი