ამერიკა აფასებს თავის ჩემპიონებს და ჩემპიონების გულშემატკივრებს. აშშ-ს ფეხბურთის ქალთა გუნდი 2015 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. წელს, რიოში ისინი კვლავ აპირებენ ამ სტატუსის შენარჩუნებას. გუნდის მხარდასაჭერად და ფანების გასახარებლად U.S. Women’s Soccer–მა შექმნა ვიდეორგოლები 2016 წლის გუნდის წევრებისა და მწვრთნელის მონაწილეობით.
ყოველი ვიდეო მოგვითხრობს ფეხბურთელი გოგონების ინდივიდუალურობაზე, მათ ოცნებებზე, სირთულეებსა და თავგადასავლებზე. ყოველი ისტორია ემოციური და სამოტივაციოა. მართლაც, მათთვის წარმატების მიღწევა უამრავი წინააღმდეგობის გადალახვას ნიშნავს.
ფეხბურთელების ისტორია ანიმაციურ ფორმატშია შესრულებული, მარტივად აღიქმება და სახალისო საყურებელია. ასეთი ვიდეორგოლები ფანებსა და მათ შვილებსაც კი გაუღვივებს ინტერესს. მომავალი თაობის გოგონების დაინტერესება სპორტის ამ სახეობით, ასე უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი.
U.S. Soccer–ის Youtube–ის არხზე ამ თემაზე შექმნილი 19-ვე ანიმაციური ვიდეორგოლის ნახვა შეგიძლიათ.
ვიდეორგოლებზე Calabash Animation studios–მა იმუშვა.