ღამის რეჟიმი.

დღის რეჟიმი.

in ,

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მარსისკენ პირველი ხომალდი გაუშვა

20 ივლისს, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, იაპონიის ტანეგაშიმას კოსმოსური ცენტრიდან Mitsubishi H-2A რაკეტა გაუშვა. დედამიწიდან აფრენიდან დაახლოებით ერთ საათში, მანქანის ზომის ხომალდი Hope მოშორდა რაკეტას და გეზი პლანეტა მარსისკენ აიღო. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა არაბთა გაერთიანებული საამიროები მარსზე ხომალდს აგზავნის და ამ ეტაპზე, ეს ქვეყნის ყველაზე ამბიციური კოსმოსური პროექტია. ისინი Hope-ის დახმარებით მარსზე ამინდის შესწავლას გეგმავენ.

არაბთა გაერთიანებული საამიროების კოსმოსური ხომალდი Hope მომდევნო შვიდ თვეს მარსამდე ფრენაში გაატარებს. ხოლო 2021 წლის თებერვლისთვის ის მარსის ორბიტაზე განთავსდება, სადაც ატმოსფეროს ანალიზს დაიწყებს და ეცდება კლიმატი და პლანეტაზე დღის მიმდინარეობა შეისწავლოს.

ხომალდი აღჭურვილია ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სპექტრომეტრებით. Hope მარსის ეკვატორიულ ორბიტაზე განთავსდება, რაც მას საშუალებას მისცემს დაბალ ატმოსფეროში მიმდინარე პროცესები და ცვლილებები შეისწავლობს. ის არ დაეშვება პლანეტაზე, თუმცა, იბრუნებს მის გარშემო, მის ატმოსფეროში მთელი მარსული წლის (687 დღის) განმავლობაში.

ხომალდ Hope-ის უკან მდგარმა გუნდმა, პროექტზე მუშაობისას სხვადასხვა ქვეყნის აკადემიურ ინსტიტუციებთან მჭიდროდ ითანამშრომლა. მათ შორის აშშ-ს უნივერსიტეტებთან (University of Colorado at Boulder, Arizona State University, and the University of California, Berkeley). აშშ-ს კოსმოსური ინჟინრების გამოცდილების გაზიარებით, მათ შეძლეს ღრმა კოსმოსისთვის გამოსადეგი ხომალდის შექმნა.

ქვეყანამ ეს პროექტი 2014 წელს დაიწყო, იმისათვის, რომ მოზარდები შთაეგონებინა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დაარსების 50 წლისთავის აღსანიშნავად, 2021 წელს, მარსის ორბიტაზე ხომალდი ჰყოლოდა. ამის მისაღწევად, მათ 2020 წლის ივლისში უნდა გაეშვათ ხომალდი და გამოეყენებინათ ის მცირე „ფანჯარა“, როცა დედამიწა და მარსი ისე არიან განლაგებულები, რომ წითელ პლანეტაზე გაფრენა ხელსაყრელი ხდება. ეს მოვლენა 26 თვეში ერთხელაა და შესაბამისად, მარსის მისიები სწორედ ამ დროს იყრიან ხოლმე თავს.

ამ თვეში, მარსის მიმართულებით, კიდევ ორი მისიაა დაგეგმილი. შემდეგი მისია 23 ივლისს, ჩინეთიდან გაეშვება, მისი სახელია Tianwen-1 და ის მარსზე 240 კილოიანი როვერის განთავსებას ისახავს მიზნად. მისი მიზანია წითელი პლანეტის გეოლოგიური შესწავლა. როვერი ექვსი ინსტრუმენტით იქნება აღჭურვილი, მათ შორის ამინდის სადგურით, მაგნიტური ველის დეტექტორით. ხოლო 30 ივლისს აშშ და ევროპა წითელი პლანეტისკენ Mars 2020 მისიას გაგზავნიან. მისია გულისხმობს მარსის ზედაპირზე, დაახლოებით, ერთ ტონიანი როვერის განთავსებას, რომელიც მარსამდე ასევე 2021 წლის თებერვალში მიაღწევს.

დაჩი ხასაიას ახალი ალბომი და მიძღვნა მშობლიურ „თბილისს“

ტოიოტა, ბრენდის ახალ დიზაინს წარადგენს

Back to Top

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

To use social login you have to agree with the storage and handling of your data by this website. %privacy_policy%

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.